fbpx
Skip to main content

#BeActive – ევროპის სპორტის კვირეული

იყავი აქტიური, იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი დისტანცია!

რეგულარული მოძრაობა ზრდის ჩვენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, გვეხმარება სტრესის დაძლევასა და მოტივაციის შენარჩუნებაში. ეს არის ევროპის სპორტის კვირეულის მთავარი გზავნილი და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ -19-ის პერიოდში!

უკვე მესამე წელიწადია, რაც საქართველო ამ საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია. კოვიდ -19-ის შეზღუდვების მიუხედავად, ჩატარდა 80 ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყო 35 000 ადგილობრივი მოქალაქე – ეს წარმატებაა!

ევროპის სპორტის კვირეული 2020

ონლაინ კამპანია – #BeActive 

ამ პოზიტიური ტენდენციის გასაგრძელებლად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირი იწყებს კამპანიას სოციალურ მედიაში  #BeActive შემოგვიერთდი და გააზიარე პოზიტიური  მუხტი!

დღეიდან 2020 წლის 13 ნოემბრამდე, შეუერთდი ონლაინგამოწვევას #BeActive და გახდი მეგობრებისთვის მისაბაძი.

როგორ?

  • გამოგვყევით ინსტაგრამ გვერდზე @euingeorgia,
  • გადაიღეთ სპორტული თემატიკის ფოტო ან ვიდეორგოლი (ან გააზიარეთ TikTok ვიდეო).
  • პოსტი გამოაქვეყნეთ შემდეგი ტექსტით: ”მე ვრჩები აქტიური, რომ ვიყო ჯანმრთელი და ვიწვევ – ” @მონიშნე შენი მეგობრის ინსტაგრამის პროფილი ჰეშთეგით – #BeActive #იყავიაქტიური #იცხოვრეჯანსაღად #დაიცავიდისტანცია
  • მონიშნე ჩვენი ინსტაგრამგვერდი @euingeorgia

მოტივაციის ასამაღლებლად, კამპანიის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, პირველი 50 მომხმარებელი, რომელიც ატვირთავს ფოტო / ვიდეომასალას, დაჯილდოვდება ბრენდული საჩუქრებით.

ონლაინ გამოწვევის ინსტრუქცია 

იყავით აქტიური, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მიჰყვეთ მარტივ რეკომენდაციებს კოვიდ-19–ისგან თავდასაცავად:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • დაიცავით დისტანცია
  • მოერიდეთ სოციალურ შეკრებებს
  • ატარეთ ნიღაბი, აქციეთ უსაფრთხოების წესების დაცვა ჩვევად!

კოვიდ-19-ის დროს #იყავიაქტიური სახლში და გარეთ თქვენი ჯანმრთელობისთვის, კუნთების სიძლიერისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად. იპოვეთ მარტივი და სახალისო იდეები, თუ როგორ იყოთ აქტიური სახლში კოვიდ -19-ის ეპიდემიის დროს – მ ბმულზე.