fbpx
Skip to main content

მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში

Project Description
ქვეყანაში სათბური აირების ემისიების უდიდესი ნაწილი ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ინდუსტრიის სექტორებზე მოდის. კლიმატისა თუ სხვა გარემო პირობების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისა და რესურსების არამდგრადი გამოყენების გამო, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 35% დეგრადაციასა და ნიადაგის სტრუქტურის დაზიანებას განიცდის. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარების მიმართულებით და შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგია და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 – 2025 წლების სტრატეგია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე მიდგომების დეფიციტისა და პროფესიული განათლების/კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, ხდება ბუნებრივი რესურსების ჭარბად მოხმარება და ნიადაგის ექსპლუატაცია. აღნიშნული პრობლემებზე საპასუხოდ, პროექტის მიზანია შექმნას შესაძლებლობები როგორც არსებული, ასევე მომავალი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო სექტორსა და შერჩეულ ინდუსტრიებში, რათა გამოიყენონ მდგრადი და სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას. აღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია შემდეგი ამოცანების შესრულება: 1. უნარების გაუმჯობესება და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვა სამიზნე სექტორებში (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში) მოქმედ და მომავალ მცირე და საშუალო საწარმოებში; 2. უნარების გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოეფექტურობის პრაქტიკების დანერგვა სამშენებლო და მრეწველობის სხვა შერჩეულ დარგებში მოქმედ და მომავალ მცირე და საშუალო საწარმოებში; 3. პროფესიული განათლების რეპუტაციის გაზრდა ახალგაზრდებსა და სხვა შესაბამის სამიზნე ჯგუფებში.
Specific Objective
პროექტის ზოგადი მიზანია: წვლილი შეიტანოს საქართველოში ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს მწვანე უნარების განვითარებას და ენერგოეფექტური ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო სექტორებში.

მიზანი 1. უნარების გაუმჯობესება და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვა სამიზნე სექტორებში (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში) მოქმედ და მომავალ მცირე და საშუალო საწარმოებში;

მიზანი 2. უნარების გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოეფექტურობის პრაქტიკების დანერგვა სამშენებლო და მრეწველობის სხვა შერჩეულ დარგებში მოქმედ და მომავალ მცირე და საშუალო საწარმოებში;

მიზანი 3. პროფესიული განათლების რეპუტაციის გაზრდა ახალგაზრდებსა და სხვა შესაბამის სამიზნე ჯგუფებში.
Expected Results

შედეგი 1: პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) დაწესებულებების გაძლიერება სოფლის მეურნეობის სექტორის პროგრამებისა და ტრენინგებში მწვანე მიდგომის დანერგვით და კონკრეტული გამწვანების მოდულების ინტეგრირებით;

შედეგი 2: საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ ახალი არაფორმალური სასწავლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა სამშენებლო სექტორში და მრეწველობის სხვა შერჩეულ დარგებში მომავალი და მოქმედი პერსონალისთვის;

შედეგი 3: სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება მდგრადი ბიზნეს პრაქტიკებისა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ;

შედეგი 4: ახალგაზრდებისა და ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერება, მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების დანერგვითა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გზით.
Project map
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
Topic:
ეკოლოგია, ენერგეტიკა, უნარები, სოფლის მეურნეობა, დასაქმება
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.06.2024
End Date:
30.11.2026
EU Project Number:
455-128