fbpx
Skip to main content

საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შექმნა შეფასების კონკრეტული ჩარჩოების შემუშავებისა და ფართომასშტაბიანი მონიტორინგისა და შეფასების განხორციელების გზით

Project Description
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მიერ განხორციელებულ ამბიციურ საჯარო მმართველობის რეფორმას. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შემუშავებას, ხოლო აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის რეფორმის გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას შემუშავებული ჩარჩოების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით და საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმის ამოქმედებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება:
- საჯარო მმართველობის მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი
- საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ჩარჩოების შემუშავება და რეფორმის მონიტორინგში ჩართვა
- საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და შეფასების პლატფორმის კონცეფციის შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან გატესტვა და შემდგომში პლატფორმის ამოქმედება
- საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დატრენინგება
- საჯარო მმართველობის რეფორმის ზედამხედველობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სხვა აქტორების ჩართვა
- საჯარო მმართველობის რეფორმის კამპანიის შემუშავება და განხორციელება სოციალური და ტრადიციული მედია არხების მეშვეობით
- საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსიების ორგანიზება.

Specific Objective
მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული შეფასების ჩარჩოების დანერგვის გზით, საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.
Expected Results
- შეფასების ჩარჩოები (პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სერვისის მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა)
- ახლადშემუშავებული შეფასების ჩარჩოების დანერგვა და მათი პრაქტიკაში გამოყენება
- საჯარო მმართველობის რეფორმის აქტუალიზაცია საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის შედეგების რეგულარული ანგარიშგებისა და შესაბამისი კამპანიის წარმოების გზით
- საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და შეფასების პლატფორმის შემუშავება (PARMEP)
Project documents
Beneficiaries
Elaboration of innovative, best practice based external PAR monitoring frameworks
Project map
Photo gallery
Elaboration of innovative, best practice based external PAR monitoring frameworks
Launching Event of the Project
Videos
Video onPAR
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
07.10.2019
End Date:
07.08.2021
Website:
www.irc.ge
Social Media Links:
https://www.facebook.com/IRC111/
EU Project Number:
409-705