საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული უთანასწორობა ხშირად უბიძგებს ადგილობრივ მოსახლეობას, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი სოფლად და გადავიდეს დიდ ქალაქში დასაქმებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების იმედით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს რეგიონებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, რაც, საბოლოო ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, განსაზღვრა ოთხი სამიზნე რეგიონი, რომლებსაც ევროკავშირი დახმარება. საპილოტე პროექტები განხორციელდება ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის რეგიონებში.
ევროკავშირმა საქართველოს რეგიონულ განვითარებისათვის ჯამში 54 მილიონი ევრო გამოყო. აქედან 40,5 მილიონი ევრო ხელმისაწვდომია მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისათვის (PIRDP), რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესი თბილისიდან რეგიონულ დონეზე ინაცვლებს. ამ პროგრამის მეშვეობით ფინანსური სახსრები ხელმისაწვდომი ხდება პირდაპირ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ირჩევენ საპილოტე ინიციატივებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ზოგიერთი ამ ინიციატივის შესახებ.
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ მუშაობას ემატება (13,5 მლნ ევრომდე ღირებულების) რამდენიმე ინიციატივა, რომლებსაც ახორციელებენ Team Europe-ის პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ეს ინიციატივები ხელს შეუწყობს ინვესტიციების გზარდას რეგიონებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივები შეამცირებს მოსახელობის გადინებას სოფლებიდან.
საქართველოში რეგიონული განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, გაეცანით იმ მოქალაქეების ისტორიებს, რომლებმაც რეაბილიტირებული გზების, ახალი პარკების, საბავშვო ბაღების, გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სხვა განხორციელებული პროექტების შედეგად მიიღეს სარგებელი.

„ჩაის გზა“ გურიაში – განახლებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს ბიზნესის განვითარებისკენ უბიძგებს

ახალგაზრული ცენტრები, სარეკრეაციო სივცრეები, ტურისტული ობიექტები – PIRDP-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებს 220 მილიონი ლარის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი შედეგების ადგილზე გასაცნობად ეწვივნენ

ევროკავშირის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში მხარდაჭერილ პროექტებს ესტუმრნენ
პროექტები

ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD)

საქართველოს სტატისტიკური სისტემის შემდგომი გაძლიერება

უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა (ENPARD III)
