fbpx
Skip to main content

მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)

Project Description
ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: აზერბაიჯანს, ბელარუსს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებები და კერძოდ, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმომწერები. გარდა ამისა, პროექტმა მხარი დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ასევე კერძო სექტორს და მოქალაქეებს, მათი ჩართულობით პროექტების განხორციელებაში, ან როგორც პროექტის შედეგების ბენეფიციარებს.

ადგილობრივი საჯარო ადმინისტრაცია შეიძლებოდა გამხდარიყო ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) ხელმომწერი, როგორც კი ის შეავსებდა წევრობის ფორმას და მისი ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში აიღებდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის წარდგენის ვალდებულებას, რომელშიც გაწერილი უნდა ყოფილიყო მის მიერ ამოცანების შესრულების კონკრეტული ღონისძიებები (მაგ. ეკონომიკური ზრდა). სამდივნო აწარმოებდა ამ გეგმების განხორციელების მონიტორინგს ექვს თვეში ერთხელ.
Specific Objective
- ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება და მხარდაჭერა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების (LEDP) შემუშავებასა და განხორციელებაში.
- ადგილობრივი ხელისუფლებების პოტენციალის გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების განხორციელებაში სათანადო მმართველობის და მყარი ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების შესაბამისად.
- ადგილობრივი პარტნიორობების და ქსელების შექმნის წახალისება საჯარო და კერძო სექტორების დიალოგის საფუძველზე, ზრდის, განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად.
- „ნოუ-ჰაუს“ და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების სამოტივაციოდ, ახალი მიდგომების დემონსტრირება სამუშაო ადგილებზე, და განვითარებაზე მიმართული ადგილობრივი პოლიტიკის და საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
Expected Results
ინიციატივის ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ხელმომწერებს სთხოვენ ადგილობრივი ეკონომიკური გეგმის წარდგენას, რომელშიც ისინი საკუთარი ამოცანების მიღწევის კონკრეტულ ღონისძიებებს აღწერენ.

ტექნიკური დახმარების გუნდი განახორციელებს ხელმომწერების მხარდაჭერას შემდეგი საშუალებებით:

ინფორმაცია, პოტენციალის შექმნა და ცნობიერების ამაღლება, მათ შორის მეთოდოლოგიები და სახელმძღვანელო რეკომენდაციები საბაზისო და განვითარების გეგმებისთვის, ტრენინგის მასალები და სამუშაო შეხვედრები.
დახმარება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში, მათ შორის:
- პირდაპირი ექსპერტული დახმარება.
- ტრენერების ტრენინგი.
- საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა.
- საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა.
- ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მხარდაჭერა.

ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ასევე აქვს საგრანტო კომპონენტის დაფინანსება „პიონერი პროექტები”. კონკურსის სამიზნეა ის ქალაქები, რომლებსაც უკვე აქვთ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც შეესაბამება ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კონცეფციას. შერჩეული ქალაქები გახდებიან ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ „პიონერები“, რადგან ისინი ახორციელებენ საპილოტე პროექტებს იმის დემონსტრირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს გეგმებში შეტანილი საქმიანობის პრაქტიკული განხორციელება.
Project map
Photo gallery
Network meeting of M4EG pioneer projects
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
დასაქმება და მეწარმეობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2017
End Date:
31.12.2020
EU Project Number:
376-723 & 407-456