fbpx
Skip to main content

ტრენინგი მედიის წარმომადგენელთათვის უსაფრთხოების უნარების გასაზრდელად – „ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“

მტრულ გარემოში მოვლენების გაშუქება, სტრესის მართვის ტექნიკები მაღალრისკიან გარემოში მუშაობისას, პირველადი დახმარებას აღმოჩენა – ამ უნარების შესასწავლად საქართველოში მოქმედი ჟურნალისტებისთვის 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის [EU4 Independent Media] ფარგლებში გამართული ამ სასწავლო კურსის ფარგლებში 15 მედიის 25 მოქმედი ჟურნალისტი გადამზადდა. ტრენინგი მიზნად ისახავს ჟურნალისტების იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და ტაქტიკებით გაძლიერებას, რაც მათ საპროტესტო აქციებისა და არეულობების გაშუქებისას რისკის შემცირებაში დაეხმარებათ. ასევე, მაღალი რისკის შემცველ გარემოში მუშაობისას ციფრული უსაფრთხოების მართვის უნარების შესწავლას.

ტრენინგის ფარგლებში VR სათვალეების გამოყენებით მონაწილეებს პრაქტიკულ სცენარებზე დაფუძნებულ ვირტუალურ რეალობაში უწევდათ არეულობებისა თუ სხვა მტრულ გარემოში მუშაობა და ტრენინგზე შესწავლილი ახალი უნარების გამოყენება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს ტრენინგი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. პირველ ეტაპზე 15-მდე ჟურნალისტი გადამზადდა.

მედიაახალიამბები