fbpx

ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი გაიმართა

19/12/2022

ევროკავშირის მხარდაჭერით 17 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა. სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ ჩატარდა.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას. სოციალური მეწარმეობის ფორუმს და, ზოგადად, სოციალურ მეწარმეობას საქართველოში ევროკავშირი აქტიურად აძლიერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებაში. პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ დახმარებით, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება, ღონისძიებისადმი ინტერესი და კონცეფციის შესახებ ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება.

წლის სოციალური საწარმო 2022 გახდა ტენე, რომელმაც ,,წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსთან ერთად საწარმოს განვითარებისთვის ფულადი ჯილდო მიიღო. ტენესთან ერთად ნომინაციის ფინალში სოციალური საწარმოები დედიკო და ლიდერი იყვნენ.

ფორუმის მუდმივი მხარდამჭერია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ფორუმის ვერცხლის სპონსორები იყვნენ: BDO საქართველო, Majorel და The body Shop. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარა ჯგუფი, სპარკი და ეიჩესი ჯგუფი.
ღონისძიების მედია პარტნიორი იყო: რადიო ფორტუნა.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,