fbpx

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ ინოვაციური ცოდნის ჰაბებს შორის საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდებისათვის სასწავლო ვიზიტი გაიმართა

03/11/2021

საქართველოს სამი მუნიციპალიტეტიდან 12-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ შემეცნებით ვიზიტში “აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობა სომხეთში”. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებმა გორის, ნინოწმინდის და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან მოინახულეს ევროკავშირის დახმარებით, პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის”  ფარგლებში დაარსებული ინოვაციური ცოდნის ჰაბები შირაკის, ტავუშისა და ლორის რეგიონებში და გაეცნენ ადგილობრივ სოციალურ საწარმოებს.

ტურის ფარგლებში, ინოვაციური ცოდნის ჰაბების აქტიური ახალგაზრდები საქართველოდან  შეხვდნენ ახალგაზრდა სომეხ მეწარმეებს და ერთად იმსჯელეს სამომავლო სინერგიულ აქტივობებზე. სომხურ საწარმოებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც 2021 წელს ევროკავშირის კავკასიის სოციალური ინოვაციების გრანტი მოიპოვეს.  

შემეცნებითი ვიზიტის ბოლოს, ტურის მონაწილეები ჰოვკის პროვინციაში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გოგრის ფესტივალს დაესწრნენ. ფესტივალი პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის Green Lane NGO-ს მწვანე ტრენინგ ცენტრის ბაზაზე მოეწყო, მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნაწარმი და გაცნობოდნენ მოწვეულ მცირე საწარმოებს სომხეთის მასშტაბით.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN; ტელ: 599 522 127; E-mail: ana.petriashvili@cenn.org

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,