fbpx

ევროკავშირი და EBRD აგრძელებენ მცირე ბიზნესის მხარდაჭერას

20/09/2021
  • ევროკავშრი და EBRD აფართოებე საქართველოში მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერას
  • EBRD– 25 მილიონი ევროს სესხი განკუთვნილია ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად
  • მსესხებლები მიიღებენ გრანტს და კონსულტაციას, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებულ

ევროკავშირი (EU) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას საქართველოში.

EBRD გამოუყოფს 25 მილიონ ევროს სესხს საქართველოს ბანკს ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ტექნლოგიებში ინვესტირებისათვის. ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით ბიზნესისათვის და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით.

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია  და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს გააძლიერონ თავისი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, მხოლოდ საქართველოში, 170 კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში – წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე. საქართველოს ბანკი იყო პირველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 265 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

EU4Business-ის შესახებ

2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში. თითქმის 50 სხვადასხვა აქტიური პროექტით, რომელთა ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერია. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც შეიქმნა 30,000 ახალი სამუშაო ადგილი და სავარაუდოდ 400 მილიონი ევრო დამატებითი შემოსვლის მიღება. EU4Business არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19 პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას, არაერთი პროგრამა იღებს დამატებით ფინანსებს და ამარტივებს დასაშვებობის კრიტერიუმებს, რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021