fbpx

ევროკავშირი და EBRD მხარს უჭერენ ტექნიკური ინსპექტირების კომპანიას

28/09/2021

ქართულ კომპანია „ავტოტესტს“ არაჩვეულებრივი მისია აქვს: კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და გამონაბოლქვის  შემცირებას.

კომპანია ადგილობრივ ბაზარზე უკვე  ორ ათწლეულზე მეტ ხანს საქმიანობს.  ახლახანს, ავტოტესტმა განაახლა საკუთარი კორპორატიული ბრენდი და გააძლიერა კლიენტებთან კომუნიკაცია სოციალური მედიის არხების საშუალებით, EBRD-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

შედეგად, ახალი ბრენდინგისა და სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგიამ განაპირობა გაყიდვების ზრდა, ამბობს ვაჟა იორდანიშვილი, ავტოტესტის დირექტორი.

1997 წლიდან, ავტოტესტი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების საუკეთესო მეგობარია. 2019 წლამდე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ნებაყოფლობითი იყო, თუმცა ახალმა სატრანსპორტო რეფორმამ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისობაში მომზადდა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სავალდებულო გახდა.

„რეფორმა შეეხო ყველა ოჯახს საქართველოში. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 1.3 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონს შეადგენს.  ეს ძალიან დიდი რიცხვია,“ ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.

ვაჟა სხვა გამოწვევასაც ასახელებს: „85% რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა 10 ან მეტი წლისაა. წინ გრძელი გზა გვაქვს, თუმცა პერიოდული ტექნიკური დათვალიერება ნაბიჯია სწორი მიმართულებით.“

გაყიდვების გაზრდისათვის, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ბრენდის გაძლიერება, კარგი ვებ გვერდის განვითარება და სოციალური მედიით კლიენტების მოზიდვა.  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი დაეხმარა კომპანიას ამ მიზნების შესრულებაში.

ევროკავშრის და EBRD პროექტი „კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის“ ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, მიიღონ კონსულტაცია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისაგან, რათა გააფართოონ საკუთარი კომპანია. ეს პროგრამა 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

‘’არ ავნო’’ ავტოტესტის ახალი სლოგანია და ეს მარტივი, ორსიტყვიანი წინადადება ყველაზე ნათლად გამოხატავს კომპანიის მისიას.

‘’არ ავნო“  საზოგადოებას, ოჯახს, ქვეყნის სტუმრებს, გარემოს. ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება  აჩვენებს ავტომობილის გამართულობას და ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოში, სადაც ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და გამონაბოლქვის მონიტორინგი.’’ ამბობს ვაჟა.

ავტოტესტის ახალი ბრენდი, ლოგო, გამართული ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ონლაინ დაჯავშნონ ვიზიტი ცენტრში- ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო გაყიდვების ზრდას.

„კოვიდ-19 მა გავლენა იქონია ყველა კომპანიაზე და ჩვენი საწარმო არ არის გამონაკლისი. 2021 წლის პირველი ნახევარი უკვე იმედისმომცემია: ჩვენ გავზარდეთ გაყიდვები 20 პროცენტით და ვთვლი, რომ ჩვენმა ერთობლივმა პროექტმა დიდი როლი ითამაშა ამ შედეგში,“ დასძენს ვაჟა იორდანიშვილი.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021