fbpx

ევროკავშირმა და GIZ-მა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, სამშენებლო მასალების სფეროში პირველი B2B ღონისძიება გამართეს

16/12/2021

ბიზნესკავშირების გამყარებისა და ეკონომიკური გაძლიერების  B2B შეხვედრამ 60-მდე ბიზნეს წარმომადგენელს ერთმანეთთან პარტნიორობების დამყარების შესაძლებლობა მისცა.

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამასთან ერთად, ქართული სამშენებლო მასალების პირველ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას HoReCa-ს (სასტუმრო, სარესტორნო და საკვები მიმართულების ბიზნესები), ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სამშენებლო და საფინანსო მიმართულების 60-მდე წამყვანი კომპანია დაესწრო. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

„EU4Business ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება. მოხარულნი ვართ, რომ დღევანდელი ღონისძიებით, ჩვენ მსგავს სფეროებში მოღვაწე ისეთ კომპანიებს ვაკავშირებთ, რომლებსაც პოტენციურად ერთმანეთთან თანამშრომლობა შეუძლიათ. გვჯერა, რომ ძალების გაერთიანება საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ პარტნიორობა და შევქმნათ უნიკალური შესაძლებლობები, რათა ადგილობრივი ეკონომიკა ეტაპობრივად განვითარდეს.“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰეიმმა.

„USAID ხელს უწყობს საქართველოს დინამიკური მსუბუქი  მრეწველობის განვითარებას, რაც  უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამშენებლო მასალების მრეწველობა ამის მნიშვნელოვანი მაგალითია – სექტორს აქვს პოტენციალი შექმნას ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და დამატებითი სამუშაო ადგილები. USAID მოხარულია, რომ ამ მზარდ ინდუსტრიას მხარს უჭერს   სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ევროკავშირთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად“. – USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის Clusters4Development-ის მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პროექტი ხორციელდება GIZ-ის მიერ. პროექტი ხელს უწყობს და მხარს უჭერს ბიზნესკლასტერების განვითარებას, სამკერვალო ინდუსტრიის, სამშენებლო მასალებისა და ტურიზმის სფეროში. გარდა ამისა,  კლასტერებისა და ბიზნესგარემოსთვის უკეთესი ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პროექტი თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან.

საკონტაქტო პირები:

მარი გოგუაძე, Custers4Development-ის კომუნიკაციის ექსპერტი, GIZ +995 593 663 023; mari.goguadze@giz.de

ანა ნიჟარაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის კომუნიკაციის მიმართულების მენეჯერი; +995 599 189 808; ana_nizharadze@dai.com

Սույն կայքում առկա տեղեկատվությունը կարգավորվում է պատասխանատվության սահմանափակման և անձնական տվյալների պաշտպանության մասին դրույթներով:
© Եվրոպական միություն,