ფინანსებზე წვდომა, ახალ რეგულაციებთან ადაპტირება და ბაზრის ცვლილებებთან გამკლავება – ეს არის იმ გამოწვევების ნაწილი, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ბიზნესი COVID-19-ის კრიზისის დროს. EU4Business (ევროკავშირი ბიზნესისთვის) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის სპეციალური ვებგვერდი, COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს აერთიანებს.
EU4Business პროგრამის ფარგლებში, ვებგვერდი ასახავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს, როგორებიცაა:
-
ბიზნესის ანტიკრიზისული მხარდაჭერის სერვისები : ტრენინგები,ექსპერტთა კონსულტაციები;
-
შვიდი პარტნიორი ბანკის მეშვეობით, ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა, მათ შორის ევროკავშირის გარანტიიდან გამომდინარე უფრო მაღალრისკიან ლარში გაცემულ სესხებზე წვდომა;
გარდა ამისა, ვებგვერდზე განთავსებულია ბიზნესისთვის განკუთვნილი ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
EU4Business-ის მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ს კრიზისის საპასუხოდ გათვალისწინებული საგანგებო დახმარების 400 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტის ფარგლებში.
2009 წლიდან დღემდე, 40 000-ზე მეტ კომპანიას საქართველოში მიღებული აქვს EU4Business-ის მხარდაჭერა, სესხების, ტრენინგების და კონსულტაციების ჩათვლით.