„ერთხელ ერაზმუსელი, ყოველთვის ერაზმუსელი რჩები“: როგორ აახლოებს განათლება საქართველოს ევროკავშირთან
- მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები
- მიგრაცია და მობილობა
- ახალგაზრდობა
- განათლება და პროფესიული მომზადება
“დანიაში სწავლა იყო გამოცდილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, მსურს სკოლის მასწავლებელი გავხდე და სკოლებში თანამაედროვე სწავლა-სწავლების მეთოდები დავნერგო,“ ამბობს 22 წლის ქართველი სტუდენტი თინათინ ნაკაშიძე, რომელიც კოპენჰაგენის საუნვერსიტეტო კოლეჯში (University College UCC) ერაზმუს+ის (Erasmus+) გაცვლითი პროგრამით ერთ სემესტრი სწავლობდა.
„ერაზმუს+“ (Erasmus+) წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. „ერაზმუს+“ ევროკავშირის მიერ 2007-2013 წლებში განხორციელებული პროგრამების გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სფეროს მოდერნიზებას, ტრენინგებს და ახალგაზრდების მობილობის პროგრამების მხარდაჭერას. საქართველოსთვის ღიაა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები თუმცა, ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად ერთვება ახალგაზრდულ პროექტებში მაგალითად, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული პროგრამა/Eastern Partnership Youth Window Programme).
მიმდინარეობს დისკუსია, იმაზე რომ საქართველო ჩაერთოს როგორც ლიდერი ან როგორც პარტნიორი ქვეყანა ევროპის მოხალისეთა სამსახურში (European Voluntary Service), ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამებში. თინათინ ნაკაშიძე ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში სფიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია და როდესაც „ერაზმუს+ის“ გაცვლითი პროგრამის (Credit Mobility) სტიპენდია მიიღო, ფიქრობდა, რომ ამით მისი ყველა ოცნება ასრულდა. დანიაში თინათინი „მასწავებლის განათლების ნორდიკული მოდელის“ სასწავლო პროგრამაზე სწავლობდა.
„ერაზმუს+“ არის უფრო მეტი ვიდრე სწავლა, ეს არის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნაკაშიძემ.
„კურსი ძალიან პრაქტიკული იყო. კოპემჰაგენის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი ვიყავი. ეს იყო თვითაღმოჩენის პროცესი. მსურს ევროპაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და მოსწავლეებს იმ მეთოდოლოგიით ვასწავლო, რომელიც ძალიან განსხვავდება სწავლების ქართული სტილისგან“, – ამბობს იგი.
25 წლის ბექა ბერიაშვილი „ერაზმუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (Degree Mobility) ყოფილი სტიპენდიანტია. იგი პროგრამას იხსენებს, როგორც „ცხოვრებისეულ გამოცდილებად“. ბექა, რუმინეთში, მარკეტინგის ანალიზსა და სტრატეგიას AlexandruIoanCuza of Iasi-ის (UAIC) უნივერსიტეტში სწავლობდა. „ერაზმუსელებს გვაქვს გამოთქმა, „ერთხელ ერაზმუსელი, ყოველთვის ერაზმუსელი რჩები“. თუ ერთხელ მას გაყევი, ეს ნიშნავს, რომ შენ სხვა ადამიანი ხარ. შენ გყავს მეგობრები მთელი მსოფლიოდან, შენ აფასებ კულტურულ მრავალფეროვნებას და აზრთა სხვადასხვაობას. შენ ხვდები, რომ ეს არის მრავალფეროვნება, რომელიც შენს ცხოვრებას ალამაზებს“, – ამბობს იგი.
ბერიაშვილი, თბილისში ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს. მისი თქმით, ევროპულ განათლებას მის კარიერაზე დიდი გავლენა ქონდა. „ჩვენთან დამსაქმებლები აფასებენ უცხოურ განათლებას მეტად, ვიდრე ადგილობრივს. საზღვარგარეთ სწავლამ მომცა ცოდნა ისეთ სფეროებში, რომლებსაც საქართველოში ვერ მივიღებდი. ეს არის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა სამუშაო ბაზარზე“, – განაცხადა ბექამ.
საქართველო 2,400 სტიპენდიით, მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში მონაწილე ათ ყველაზე პოპულარულ ქვეყანას შორის არის 2015-2016 წელბში მიღებული სტიპენდიების რაოდენობით. მოცემულ სტატისტიკურ ინფორმაციაშ ასევე იგულისხმება 760 სტუდენტი, რომელმაც საქართველოში ისწავლა, ასევე აკადემიური პერსონალი ევროპიდან, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ და წვლილი შეიტანეს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი, რომელიც ხელს უწყობს ევროკომისიას, აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) და შესაბამის ეროვნულ სამსახურებს Erasmus+ პროგრამის განხორციელებაში მიიჩნევს, რომ საქართველოს მიღწევები შთამბეჭდავია.
“მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს მიღწევებით ვიამაყოთ. კერძოდ, ჩვენს უნივერსიტეტებში საერთაშორისო დეპარტამენტები კარგად მუშაობენ და საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა აკადემიური მობილობისთვის. რატომ მიმზიდველი? იმიტომ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, უცხო ენების ცოდნის დონე მაღალია და ქვეყანა არის ბოლონიის პროცესის წევრი“, – განაცხადა ღლონტმა.
„ჩემი ოფისის როლი არის „ხანუმა“, უნდა დავაკავშირო ქართველები უცხოელებთან“. ღლონტის თქმით, საქართველოში მუშაობა ადვილია, რადგან ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა მთავრობიდან და სხვა ინსტიტუტებიდან.
უმაღლესი განათლების სექტორში ეროვნული ოფისი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: ინსტიტუციური განვითარების პროგრამები Capacity Building (ყოფილი ტემპუსი), მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის (Credit Mobility), ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები და ჟან მონე.
ამ ეტაპზე 75 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 32 თანამშრომლობს ევროპის 30 ქვეყნის უნივერსიტეტთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კოორდინაციას უწევს Capacity Building პროექტს უმაღლესი განათლების სფეროში (CBHE), ხოლო უკვე განხორციელებული 30 პროექტით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში.
სალომე ბილანიშვილი საგარეო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერაზმუს+ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ყოფილი სტიპენდიანტია. ჩვენთან ინტერვიუში იგი ყურადღებას ამახვილებს ინსტიტუციური განვითარების პროგრამების მნიშვნელობაზე უნივერსიტეტებისთვის და ხაზს უსვამს, რომ ეს არის უნიკალური პლატფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის ევროკავშირსა და პროგრამაში ჩართლ პრატნიორ ქვეყნებს შორის.
„ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტმა 27 პროექტი განახორციელა და ამ ეტაპზე, ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ პროექტს – Assisting Better Communication, რომლის მიზანია ისეთი პროფესიის მხარდაჭრა, როგორიცაა ენისა და მეტყველების თერაპიის სპეციალობის განვითარება უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით.
ლიკა ღლონტი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციური განითარების პროგრამების დანიშნულება შეიცვალა. “თუ 1990-იან წლებში პროგრამის საშუალებით უნივერსიტეტები კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობდნენ, ახლა მისი დამატებითი ღირებულება კოლეგენთან კავშრების დამყარებაა“.
გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველ სტუდენტებს, ასევე უცხოელებს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, შესაძლებლობა ეძლევათ ერაზმუსის სტუდენტური ქსელის (Erasmus student network- ESN) სერვისებით ისარგებლონ.
ESN თბილისი ძირითადად ფოკუსირებულია გაცვლით პროგრამაში მონაწილე იმ სტუდენტებზე, რომლებიც აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს ახალ გარემოში ადაპტაციისას. სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია ეხმარება სტუდენტებს აკადემიური, სოციალური და პრაქტიკული ინტეგრაციის პროცესებში.
„სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. მათ შორის, ენის კლუბში საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ქართული სრულიად უფასოდ. ქართველი სტუდენტები მოხალისეებად არიან ჩართული ამ პროექტში და ასწავლიან მშობლიურ ენას. გარდა ამისა, ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ ექსკურსიებს როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კულტურული ფესტივალის ჩატარებას. ფესტივალის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ საკუთარი ქვეყნების პრეზენტაციები, წარმოგვიდგინონ კულტურა, შეასრულონ ნაციონალური ცეკვები და სიმღერები და ასევე მოამზადონ ეროვნული კერძები“, – განაცხადა ESN თბილისის პრეზიდენტმა თამარ ფრუიძემ.
ESN თბილისი ასევე აწყობს ორდღიან ტრენინგს ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. „ტრენინგის მიზანია დავეხმაროთ სტუდენტებს მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია და გაიგონ იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც ევროპის უნივერსიტეტბში სწავლას მოაქვს“, განაცხადა ფრუიძემ.
„ერაზმუსის“ პროგრამის მონაწილეები ერთხმად აღიარებენ, რომ პროგრამა არის ძალიან კარგი გამოცდილება და შესაძლებლობა, ისწავლო ერთმანეთისგან და ეზიარო კულტურულ მრავალფეროვნებას. ბექა ბერიაშვილი მომავალ სტუდენტებს, რომლებიც ჩაერთვებიან „ერაზმუსის“ პროგრამებში, ურჩევს გამოიყენონ დრო ძალიან გონივრულად. „ერაზმუსის ფარგლებში გატარებული ყოველი წუთი არის შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს“.
თამარ ხურცია
var nid=30590;