fbpx
Skip to main content

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი სურსათის წარმოებას აძლიერებს

13/05/2021

კორონავირუსის პანდემიის შედეგად  მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში დიდი ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მკაცრი შეზღუდვებისა და რეგულაციების ფონზე წარმოების პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა. სწორედ ამ დროს, ევროკავშირმა, ENPARD-ის ინიციატივის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) თანამშრომლობით შეიმუშავა დაფინანსების მექანიზმი პანდემიის დროს ქართველი ფერმერების დასახმარებლად. პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის მარტსა და დეკემბერში სოფლებში მცხოვრებ ქართველ ფერმერებს, მეწარმეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ჯამში 132 გრანტი გადაეცათ. დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი ახალ რეალობას მოერგო, წარმოება გაფართოვდა და კომპანიებიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად მოემზადნენ.

გამშრალი ხილი აჭარიდან ქართულ ბაზარზე

თუ ოდესმე გიფიქრიათ, შესაძლებელია თუ არა სტარტაპის მართვა საქართველოს მთიანი აჭარის რეგიონში, პასუხი არის – დიახ. ინგა გაფრინდაშვილმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც წლების განმავლობაში კვების ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწეობდა, საკუთარი ბიზნესი დაიწყო. მანამდე მის სტუდენტებს ხილის გაშრობის პროცესის შესახებ მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება შეეძლოთ. ერთ დღესაც ინგა გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა, ეს სწავლება პრაქტიკულ გამოცდილებად ექცია.

ამსაწარმოს შექმნით, მსურდა ჩემსტუდენტებთვისმაგალითი მიმეცამეჩვენებინა, თუ როგორია,როცა საკუთარი საწარმო გაქვს და ასევე ბიძგი მიმეცა მათთვის,რომ იფიქრონ საკუთარ სტარტაპებზე”, – იხსენებს პროფესორი ინგა გაფრინდაშვილი.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი გადის პრაქტიკას ინგა გაფრინდაშვილის ხილის გაშრობისთვის განკუთვნილ საწარმოში. ის ფიქრობს, რომ ამ გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მათი მომავალი კარიერისთვის, არამედ ზოგადად რეგიონში ბიზნესის განვითარებისათვის.

რა თქმა უნდა, საწარმოს განვითარებას გამოწვევებიც ახლავს თან. როცა ინგა გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა, რომ ადვილად სამართავი საშრობი დანადგარი სჭირდებოდა, საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. გაუმართლა, რომ FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღო და ახალი ელექტრონული საშრობი იყიდა, რომელიც გამოსაგედია ხილის, მათ შორის მოცვის გასაშრობად. წლიდან წლამდე, მოცვის მოსავალი საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში, სადაც გაფრინდაშვილის საწარმო მდებარეობს, იზრდება. ქართულ მოცვზე დიდი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტე ბაზრებზე.

„ჩირინგული“ – ინგა გაფრინდაშვილის გამშრალი ხილის პროდუქცია ჯერ ქართულ ბაზარზე არ შესულა. ადგილობრივი ბაზრის შესწავლის შემდეგ გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი მიზანია მომხმარებლებს ხელმისაწვდომი, ჯანსაღი და გემრიელი პროდუქცია მიაწოდოს.

„ჩირინგული ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის,“ ამბობს ინგა გაფრინდაშვილი, „ის უსაფრთხოა როგორც ახალგაზრდისთვის და ბავშვებისთვის, ისე პენსიონერისთვის. მათთვისაც, ვისაც დიაბეტი აქვს. ჩვენ შევძელით და ისეთი პროდუქტი შევქმენით, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. შემდეგი ნაბიჯია ამ პროდუქტის მომხმარებლებამდე მიტანა.“

ევროკავშირის მხარდაჭერით ქართული ნუში ექსპორტზე შვეიცარიაში გადის

ბრიტანეთის მოქალაქე აშიშ კაპური ეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ნუშის მოშენებასა და ექსპორტზე გატანას შეძლებდა. ამ ადგილზე ზომიერი ზამთარი და ცხელი ზაფხული უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ დროს მან  საქართველო აღმოაჩინა, რომელსაც არა მხოლოდ ნუშის მოსაყვანად საჭირო კლიმატი აქვს, არამედ ცნობილია კავკასიონის მთებიდან წამოსული მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგით.

კაპურმა შპს NCC1701 2017 წელს დაარსა და დღეს მის კომპანიას სიღნაღის მუნიციპალიტეტში 450 ჰექტარი ნუშის ნაკვეთი აქვს. ორგანულ ნუშზე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ კულტურაზე, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზრებზე. კაპურისთვის ეს ნიშნავდა იმას, რომ კომპანიას ორგანული წარმოება უნდა დაეწყო და მოსავლის მართვის მიზნით ქიმიკატები აღარ გამოეყენებინა. როგორც წესი, სარეველებს ქიმიურ ნივთიერებებს ასხურებენ ხოლმე, რაც დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში დროთა განმავლობაში შეიძლება საშიში იყოს. ამის ნაცვლად, კაპურის კომპანია სარეველების მოსაცილებლად მექანიკურ ინსტრუმენტებს იყენებდა ისე, რომ ხეები და მათი ფესვები არ დაზიანებულიყო. სწორედ ამ დროს მან FAO-ს მიმართა.  

FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, ნუშის მწარმოებელმა მოსავლის ასაღები ახალი მანქანა, მექანიკური მმარგვლელი და ნიადაგის გათანაბრებისთვის საჭირო დანადგარი შეიძინა. FAO ასევე ეხმარება კომპანიას მიიღოს ბიო სერთიფიკატი, რომელიც აუცილებელია მსოფლიში ყველაზე დიდ ორგანულ ბაზარზე – ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიასა და შვეიცარიაში, ორგანულ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. შპს NCC1701 თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელსაც შვეიცარიასა და საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. ეს კომპანია კაპურს შვეიცარიაში ნუშის ექსპორტში ეხმარება. გასულს წელს კაპურის კომპანიას მცირე მოსავალი ჰქონდა, მაგრამ 2021 წლის შემოდგომაზე უფრო დიდ მოსავალს ელოდებიან – ჰექტარზე დაახლოებით 300 კილოს.

„პანდემიისას ხალხმა გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკვები პროდუქტების მარაგიახლოს იყოს“ – განმარტავს კაპური. ”ახლა ხალხს უკეთ ესმის, საიდან მოდის მათი საკვები. კონკრეტულად ჩემს სფეროში, თხილი არის პროდუქტი, რომლის შენახვაც მარტივად შეგიძლიათ. ასე რომ, როდესაც ლოქდაუნი იწყებათხილი საცალო მომხმარებლებში მაინც მოთხოვნად პროდუქტად რჩება, რადგან მისი შენახვა ადვილია და თან ის ჯანსაღია.”

უახლოეს მომავალში კომპანიას ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველ რიგში, გუნდის წევრებს სურთ გააორმაგონ თავიანთი ნაკვეთები და ნათესები. ამავე დროს, კომპანია გეგმავს დაიწყოს თხილის მწარმოებელთა პროგრამა, გაუზიაროს ცოდნა და მეთოდები მცირე ადგილობრივ ფერმერებს. თუ ხარისხი კარგი იქნება, კაპურის საწარმო ასევე დაეხმარება მათ, რომ პროდუქტი ევროპაშიც გაყიდონ.

ევროკავშირის დახმარებით ოჯახი ფერმარ აფართოებს

წლების განმავლობაში მარო ხოზრევანიძე და მისი ოჯახი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მეურნეობას უვლიდნენ. ოჯახი აწარმოებს რძეს, მაწონსა და ყველს, რასაც შემდეგ სოფლის პატარა მაღაზიებში და თბილისში ყიდის. მაგრამ მეურნეობის მოვლა ადვილი არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქონლისთვის საკვების დაქუცმაცება იყო: ოჯახს ფული უნდა გადაეხადა, სხვისგან ეთხოვა სპეციალური დანადგარი და ისე დაექუცმაცებინა საკვები, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხოზრევანიძეები განვითარების ახალ შესაძლებლობას ეძებდნენ.

ამ კრიტიკულ ეტაპზე, ხოზრევანიძის ოჯახმა FAO-ს და ევროკავშირისგან გრანტი მიიღო და  ახალი ტრაქტორი, კულტივატორი, დისკის სათიბი და სხვა საჭირო აღჭურვილობა შეიძინა, რამდენიმე ახალ ძროხასთან ერთად. შედეგად, ოჯახს აღარ სჭირდებოდა დანადგარის სხვისგან თხოვება, რის გამოც ძროხების რაოდენობს 20-მდე გაზარდა, მაშინ, როცა სოფელში მცხოვრები ოჯახების უმეტესობას 5-6 ძროხა ჰყავს. ხოზრებანიძეებს რძის წარმოება და შესაბამისად, შემოსავალიც გაეზარდათ.

ფერმა ხოზრევანიძეების ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ისინი კიდევ აპირებენ გაფართოებას, რაც საქონლის რაოდენობის ზრდას და კომბინირებული საკვების ფერმაში მომზადებას სულისხმობს. ამ ტიპის საკვები პანდემიის დროს განსაკუთრებით გაძვირდა და  ოჯახს სურს, თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები.

”ხალხსმოსწონსჩვენირძე,მისიხარისხის, ცხიმისკონსისტენციისადასისუფთავისგამო, ამიტომჩვენსრძისპროდუქტებზემოთხოვნაიზრდება”, – ამბობს მარო ხოზრევანიძე. ”თავისმხრივ, ჩვენც დაინტერესებული ვართ გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება.”