fbpx
Skip to main content

CENN ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამაზე

20/06/2022

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN აცხადებს კონკურსს 18-30 წლის ახალგაზრდებისათვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან სამოქალაქო მონაწილეობის 6-თვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალგაზრდებს ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა, პროექტების წერა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ადვოკატირება, რესურსების მობილიზება და სხვა. ისინი იმუშავებენ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად და შეიმუშავებენ პროექტებს.

პროგრამა შედგება 4 ნაწილისაგან:

სამოქალაქო განათლების ბანაკი: 8-13 აგვისტო, 2022;
მენტორინგი: სექტემბერი, 2022;
პროექტების დაფინანსება და განხორციელება: ოქტომბერი, 2022 – იანვარი, 2023;
შემაჯამებელი ვორქშოფი: თებერვალი, 2023;

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, აქტიურად იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.

დამატებითი ინფორმაციისა და დეტალური გზამკვლევის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ბმული: https://cutt.ly/uJUWgNt

საკონკურსო აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/VzyRojAqhgXSFyk67

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 26 ივნისი, 00:00 სთ.

გისურვებთ წარმატებას.