fbpx
Skip to main content
Europe Day 2024

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია – ათასობით ადამიანმა თბილისში ევროპის დღე აღნიშნა

ექსპო ჯორჯიაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა. წელს პირველად, ქვეყანამ ეს დღე უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით აღნიშნა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
 
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი. წლევანდელ ღონისძიებას რეკორდული რაოდენობის – 15 000-მდე მონაწილე ჰყავდა, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მტკიცე მისწრაფებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების  და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტუმრებს საკუთარი კულტურა და ტრადიციები გააცნეს, სახალისო და ინფორმატიული ქვიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. გაიმართა სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენებიც.
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებმა საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგები წარადგინეს და იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ. გამოფენაგაყიდვა გამართეს იმ მეწარმეებმა, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს, საკუთარი ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს ან უკვე არსებული გააფართოვეს და ახლა ეკონომიკურ გაძლიერებაში სხვებსაც ეხმარებიან. ამ სივრცეში მათ მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ღირებულებები, ეკონომიკა, განათლება, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. პანელის სტილის საუბრებს წამყვანი დავით გორგილაძე უძღვებოდა.
 
მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კი „ექსპო ჯორჯიას“ გარე სივრცეში გაშლილ კარავში თოჯინების თეატრი მოეწყო და გაიმართა წარმოდგენა ლუნა და ციცინათელების პლანეტა.
 
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, აგრომარკეტ უნიკალური ქართული გემოს ფარგლებში კი ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და კერძები დაეგემოვნებინათ.
 
ღონისძიებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალის სანახავად, ესტუმრეთ European Union in Georgia-ს სოციალური მედიის პლატფორმებს.

ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 74 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

ევროკავშირის ელჩის განცხადება

ვროპის დღის გალა კონცერტი

ევროკავშირის ელჩის განცხადება პრეზიდენტის სასახლესთან

ევროპის დღის აქტივობები

EuroVillage

გაეცანით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს და გაიგეთ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში საქმიანობის შესახებ.

გაიგეთ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი. 

იხილეთ ფოტოები

ევროკავშირის სივრცე

გაეცანით ევროკავშირის საქართველოში საქმიანობას იმ პროექტების მეშვეობით, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვთ.

იხილეთ ფოტოები

აგრომარკეტი: უნიკალური ქართული გემო

დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები ქართველი ფერმერებისგან „უნიკალური ქართული გემოს“ ბაზრობაზე.

იხილეთ ფოტოები

EuroVillage

ჩაერთეთ ფორუმის ტიპის საუბრებში საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ.

იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი

იხილეთ ფოტოები

EU Zone

დაესწარით საინტერესო თოჯინურ სპექტაკლს “ლუნა და ციცინათელების პლანეტა“.

იხილეთ ფოტოები

Agromarket: Unique Georgian Taste

აღმოაჩინეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები, დაათვალიერეთ გამოფენა და შეიძინეთ უნიკალური ნივთები.

იხილეთ ფოტოები

ევროპის დღის სამზადისი

ევროკავშირის ელჩის განცხადება

გაიგეთ მეტი ევროპის დღე 2024-ის შესახებ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპის დღის შესახებ

ევროპის დღის აქტივობები

ევროპის დღის სამზადისი

საუბრები ევროპის შესახებ

ევროპის დღის პავილიონები