ევროკავშირის დაფინანსებულმა კულტურის მხარდამჭერმა პროექტმა საქართველოში საქმიანობის შედეგები დასკვნით ფესტივალზე შეაჯამა
EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices – მოქმედება დასკვნით ფესტივალზე, ევროკავშირის დაფინანსებულმა კულტურის მხარდამჭერმა პროექტმა, ოთხწლიანი მოღვაწეობის შედეგები გორის ხელოვნების სახლში შეაჯამა. ორდღიანმა ღონისძიებამ პროექტის შედეგების და კულტურის და შემოქმედებით სფეროებზე საკუთარი როლის წარმოჩენისა და მიზნით, ხელოვანები, კულტურის პროფესიონალები და მრავალფეროვანი აუდიტორია ერთ სივრცეში შეკრიბა.
ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკშირის ელჩმა საქართველოში.
ფესტივალის დინამიკური პროგრამის ფარგლებში, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ეხილა EU4Culture-ის მობილობის გრანტის მიმღები ხელოვანების ნამუშევრები, პერფორმანსები და თანამშრომლობითი პროექტები, ასევე პროექტში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კულტურული ინიციატივები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
ფესტივალში 25-მდე ქართველმა და მოწვეულმა ხელოვანებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მოიცავდა გამოფენებს, აუდიოვიზუალური პერფორმანსებს, საცეკვაო წარმოდგენებს, საჯარო საუბრებს, ვორქშოპებს, მასტერკლასებს და ფილმის ჩვენებებს.
„დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ EU4Culture პროექტის მიღწევებს. EU4Culture პროექტის არსებობა საქართველოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ის ხელს უწყობს კულტურულ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. კულტურულ დიალოგსა და შემოქმედებით გაცვლაზე დაფუძნებული საერთო სივრცის შექმნით, ჩვენ ვაშენებთ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხიდებს. მჯერა, რომ ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო გრძელვადიან გავლენას მოახდენს და დარწმუნებული ვართ, რომ ქართული ხელოვნება, კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები მზად არიან, დაიკავონ ღირსეული ადგილი ევროპულ სცენაზე.”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, EU4Culture პროექტის ფარგლებში ევროკავშირმა მხარი დაუჭირა კულტურულ აქტივობებს საქართველოს რეგიონულ ქალაქებში, რომლებიც მოიცავდა:
კულტურის განვითარების სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას: პირველად საქართველოს სამ რეგიონულ ქალაქს – ზუგდიდს, ფოთსა და ქუთაისს გააჩნია საკუთარი ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგია, რაც განსაზღვრავს მათ მიზნებს და ამოცანებს კულტურის სფეროს მიმართულებით და აყალიბებს ამ ქალაქებს აღნიშნულ სექტორში მნიშვნელოვან მონაწილეებად.
მობილობის გრანტებს: 70-მდე ქართველმა ხელოვანმა და კულტურის პროფესიონალმა მიიღო მობილობის გრანტი, რამაც მათ საერთაშორისო კავშირების დამყარების, იდეების გაცვლის და გლობალურ ასპარეზზე შემოქმედებითი პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობა მისცა.
კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას: ოთხი ინოვაციური პროექტი განხორციელდა რეგიონულ ქალაქებში, რამაც ხელი შეუწყო შემოქმედებითობასა და თანამშრომლობას საქართველოს მასშტაბით.
კულტურის პროფესიონალთა შესაძლებლობების განვითარებას: 60-მდე საჯარო მოხელემ და კულტურის დარგში მოღვაწე პროფესიონალმა რეგიონული ქალაქებიდან გაიარა სპეციალიზებული სასწავლო ტრენინგები კულტურის მეწარმეობის, საერთაშორისო საქმიანობის და კულტურული ინდიკატორების გამოყენების მიმართულებით, რამაც გააუმჯობესა მათი პროფესიული უნარები და ხელი შეუწყო კულტურის სტრატეგიების განხორციელების პროცესს.
ამ ინიციატივების მეშვეობით ევროკავშირის დაფინანსებულმა EU4Culture პროექტმა მნიშველოვანი როლი ითამაშა საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარებაში, გააძლიერა რეგიონული ქალაქები და ხელი შეუწყო ქართველი კულტურის პროფესიონალების ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოლეგებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას.
ევროკავშირის შესახებ
ოცდაათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან უნიკალურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტული ცოდნის, ინოვაციების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს ემყარება. დამატებითი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – ევროკავშირი საქართველოში – EU for Georgia (eu4georgia.eu).
პროექტის შესახებ
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
საკონტაქტო პირი: მარიკა ჯაბუა, პროექტის EU4Culture კოორდინატორი საქართველოში – Marika.Jabua@goethe.de