,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის განმტკიცებას ქართულ მედიაში. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს.
,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის საგამოძიებო და მხატვრული სიუჟეტების, ბლოგებისა თუ დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით, როგორც ტრადიციულ, ისე ონალაინ მედიაში. 2022 წელს კონკურსს დაემატა სპეციალური კატეგორია სტუდენტებისთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალი თაობის ჟურნალისტებში ეთიკური და პროფესიული სტანდარტების განმტკიცებისთვის.
კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024” ფინალისტები
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
- სალომე გოგოხია, ტელეკომპანია ფორმულა;
- დავით თამაზაშვილი და მარიამ ნიკურაძე, Chai khana Media;
- სოფიკო ვასაძე, რადიო თავისუფლება;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
- თამარ გელაშვილი- სტუდია მონიტორი;
- მაკა ჩიხლაძე –TV პირველი;
- ქეთი თუთბერიძე, სტუდია მონიტორი;
საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
- გიორგი ბასხაჯაური, მედია აპრილი;
- ნინო ლომაძე, ინდიგო;
- თამარ ბაბუაძე, ინდიგო;
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
- სალომე ჩადუნელი, რადიო თავისუფლება;
- Ნასტასია არაბული, რადიო თავისუფლება;
- Მაია წიკლაური, ჟურნალი ინდიგო;