fbpx
Skip to main content

იწყება განაცხადების მიღება კონკურსისთვის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025”

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას კონკურსისთვის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.“ წლევანდელი კონკურსი რიგით მეთოთხმეტეა.

კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  6. საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  7. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ოქტომბერი.

განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/ 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

კონკურსი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით დაარსდა და მას შემდეგ ის  ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის  წესები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს  პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების უფრო მტკიცედ დამკვიდრებას ქართულ მედიაში.