ENPARD გრანტები – ხშირად დასმული კითხვები
ზოგადი კითხვები
- რას გულისხმობს მხარდაჭერის პაკეტი?
„FAO“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ENPARD IV“ პროგრამის ფარგლებში, დანერგავს მხარდაჭერის პაკეტებს, რომელთა მიზანია ფერმერებს და სურსათის ბიზნეს ოპერატორებს მიაწოდოს ტექნიკური ცოდნა სურსათის უვნებლობის შესახებ, ისევე როგორც სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული აღჭურვილობა/მოწყობილობები, თანადაფინანსების გრანტების სქემის მეშვეობით.
- რა ტიპის აქტივობებს მოიცავს თანამონაწილეობითი გრანტი?
პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა მხარდაჭერის პაკეტის შეთავაზება. ამ დროისთვის ცხადდება შემდეგი მხარდაჭერის პაკეტები:
- SP5: „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის” ითვალისწინებს წალკის, ადიგენის, გორისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში და სამეგრელოს რეგიონში რძისა და ყველის მცირე მწარმოებლ ქალებისთვის სურსათის უვნებლობის ტრეინინგს და გრანტის შესაძლებლობას საწველი აპარატების, გაგრილების ავზების, პასტერიზატორების, ვაკუუმური შესაფუთი მოწყობილობებისა და რძის პორტატული ანალიზატორის შესაძენად.
- SP7:„მხარდაჭერის პაკეტი საშუალო და მცირე ზომის თხილის მწარმოებლებისთვის“ ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი გრანტების გაცემას მცირე და საშუალო ზომის თხილის მწარმოებლებზე, საქართველოს ხუთ ძირითად თხილის მწარმოებელ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, კახეთი, აჭარა და იმერეთი.
- რა არის თანამონაწილეობითი გრანტი და რამდენია თანამონაწილეობის ოდენობა?
ინვესტიცია იყოფა ბენეფიციარის თანამონაწილეობასა (გადახდილი ბენეფიციარის მიერ) და FAO-ს კონტრიბუციას შორის (გადახდილი FAO-ს მიერ). შესაბამისად, ბენეფიციარის თანამონაწილეობა დაფარავს გრანტის მთლიანი ღირებულების 30%-ს, ხოლო FAO-ს კონტრიბუცია იქნება 70%-ი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბენეფიციარმა უნდა გადაუხადოს მიმწოდებელს ჯერ თავისი 30%, ხოლო FAO დარჩენილ 70%-ს მოგვიანებით გადაუხდის მიმწოდებელს.
ბენეფიციარის თანამონაწილეობა უნდა იყოს ნაღდი ფული და უნდა იქნას გადახდილი პირდაპირ მიმწოდებელთან. არაფულადი კონტრიბუცია (ადამიანური შრომა, შემოწირულობა მიწის ნაკვეთის სახით, აღჭურვილობა და ა.შ.) ან სხვა დონორის დაფინანსება არ განიხილება როგორც ბენეფიციარის თანამონაწილეობა. მეტიც, დაფინანსება სხვა პროექტის გრანტით დაუშვებელია.
- ვინ აფასებს განაცხადებს და როგორია პროცედურა?
ყველა თანამონაწილეობითი საგრანტო განაცხადი გაივლის შემდეგ ეტაპებს:
- პროგრამასთან შესაბამისობისა და ბიუჯეტის შემოწმება FAO-ს მიერ
- განაცხადის ტექნიკური შეფასება (რომელიც შეიძლება მოიცავდეს საველე ვიზიტს)
- სურსათის უვნებლობის ტრენინგი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელს ჯერ არ გაუვლია სავალდებულო ტრენინგი)
- საბოლოო გადაწყვეტილება – განაცხადის წარმატებული ტექნიკური განხილვის შემდეგ, განაცხადის განხილვის კომიტეტი, რომელიც შედგება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) წარმომადგენლის, FAO-ს პროექტის კოორდინატორის, ბიუჯეტის შემცვლელის და FAO საქართველოს ტექნიკური ოფიცრისგან, მიიღებს გადაწყვეტილებას გრანტის გაცემის შესახებ.
- საგრანტო ხელშკრულების ხელმოწერა FAO-სა და შერჩეული ბენეფიციარის მიერ
- თანამონაწილეობითი ოდენობის გადახდა ბენეფიციარის მიერ, აღჭურვილობის მიწოდება და FAO-ს კონტრიბუციის გადახდა მიმწოდებლისთვის.
კომისიის გადაწყვეტილება არის საბოლოო და შეუქცევადი. განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, განმცხადებლებს აქვთ უფლება ხელახლა შემოიტანონ გაუმჯობესებული საინვესტიციო წინადადებები.
- როდის და როგორ უნდა გაკეთდეს განაცხადი?
ყველა მხარდაჭერის პაკეტს აქვს თავისი ვადები და სპეციფიკაციები. გთხოვთ, გაეცნოთ ვებ-გვერდზე არსებულ კონკრეტულ განყოფილებას.
- რა დოკუმენტაცია იქნება საჭირო განაცხადისთვის?
ყველა მხარდაჭერის პაკეტს აქვს თავისი ვადები და სპეციფიკაციები. გთხოვთ, გაეცნოთ ვებ-გვერდზე არსებულ კონკრეტულ განყოფილებას.
- შეუძლია თუ არა FAO-ს საგრანტო გუნდს დახმარება გაუწიოს განმხცადებელს სააპლიკაციო ფორმის შევსებაში?
დიახ. კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ FAO-ს საგრანტო გუნდს ელექტრონული ფოსტით: fao-georgia-grants@fao.org ან დაუკავშირდეთ ტელეფონით (გთხოვთ, იხილეთ ტელეფონის ნომრები საკონტაქტო განყოფილებაში).
- რა დრო იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის შეტანის შემდეგ?
ყველა მხარდაჭერის პაკეტს აქვს თავისი ვადები და სპეციფიკაციები. შეფასების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე.
- შეუძლია თუ არა განმცხადებელს წარადგინოს ერთზე მეტი საპროექტო წინადადება?
განაცხადის უარყოფის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა განაცხადის მომზადება შესაბამისი მხარდაჭერის პაკეტისთვის. თუმცა, განმცხადებელს არ აქვს უფლება წარადგინოს რამდენიმე საპროექტო წინადადება ერთდროულად.
- შეუძლია თუ არა განმცხადებელს, რომელიც ცხოვრობს სამიზნე მუნიციპალიტეტების გარეთ, თუმცა ფლობს მეურნეობას აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, შემოიტანოს გრანტზე განაცხადი?
დიახ. მხარდაჭერის პაკეტები ითვალისწინებს განმცხადებლის სამუშაო ადგილის და არა საცხოვრებელს.
- შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს განაცხადის წარდგენა?
დიახ. თუმცა, ყველა განმცხადებელი ვალდებულია ჰქონდეს იურიდიული სტატუსი. თუ ფიზიკური პირი ჯერ არ არის დარეგისტრირებული, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, მას შეუძლია შემოიტანოს განაცხადი და FAO-სთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს რეგისტრაციის ფორმის.
- განაცხადი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე?
არა, განაცხადების შევსება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
- შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შეცვლა/განახლება წარდგენის შემდეგ?
განაცხადის შემოტანის შემდეგ, განმცხადებელი ვერ შეძლებს ცვლილებების შეტანას სააპლიკაციო ფორმაში. შეფასების პროცესში FAO-მ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლებისგან. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნას შეძლებს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე fao-geroga-grants@fao.org.
- იგზავნება თუ არა შეტყობინება განაცხადის უარყოფის შემთხვევაში? არის თუ არა შესაძლებელი განაცხადის უარყოფის შემთხვევაში წინადადების თავიდან შემოტანა?
შერჩევის კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებლებს ელექტრონული ფოსტით. განაცხადის უარყოფის შემთხვევაში განმცხადებელი მიიღებს განმარტებას. განმცხადებლებს ექნებათ უფლება განაცხადის უარყოფის შემთხვევაში წინადადება თავიდან შემოიტანონ თუკი გამოცხადებული საგრანტო პროგრამა კვლავ აქტიურია
- რა მოხდება თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან დამატებითი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი?
განაცხადის შეფასების პროცესში FAO აცნობებს განმცხადებლებს არასრულყოფილი ინფორმაციის ან დოკუმენტების შესახებ. განმცხადებლებს მიეცემათ გონივრული ვადა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით მისაწოდებლად. აღნიშნულის დროულად შეუსრულებლობა გამოიწვევს განაცხადის უარყოფას.
კითხვები SP5: „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის”
- რა აღჭურვილობა არის დასაშვები თანამონაწილეობით გრანტზე?
მოქმედი საგრანტო სქემის მიხედვით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალები შეძლებენ განაცხადის გაკეთებას შერჩეული მომწოდებლებისგან ერთი ან რამდენიმე აღჭურვილობის შესაძენად:
რძის მცირე ზომის მწარმოებლებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოიცავს პორტატულ საწვლ აპარატსა და გამაგრილებელ ავზს მაქსიმალური ტევადობით 500 ლიტრი.
ყველის მცირე ზომის მწარმოებლებისთვის საჭირო აღჭურვილობაში შედის პორტატული საწველი აპარატი, გამაგრილებელი ავზი მაქსიმალური ტევადობით 500 ლიტრი, პასტერიზატორები მაქსიმალური ტევადობით 500 ლიტრი და პორტატული რძის ანალიზატორი.
- როგორია საგრანტო თანხების მიღების პოლიტიკა?
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბენეფიციარი გადაუხდის მომწოდებელს თანამონაწილეობის თანხას და მიიღებს აღჭურვილობას. აღჭურვილობის ჩაბარება შემოწმდება FAO-ს მიერ, რის შემდეგაც დაიფარება გრანტის სრული ოდენობა მომწოდებლებთან. დაუშვებელია გრანტის გადახდა პირდაპირ ბენეფიციარისთვის.
- შესაძლებელია თუ არა მამრობითი სქესის ფერმერმა წარადგინოს განაცხადი?
არა. აღნიშნული საგრანტო სქემის მიხედვით, გრანტის მიმღები უნდა იყოს ქალი.
- აქვთ თუ არა უფლება რძისა და ყველის მწარმოებლებს შემოიტანონ საგრანტო განაცხადი თუ მათი პირუტყვი არ არის რეგისტრირებული ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”)?
დიახ, რძისა და ყველის მწარმოებლებს შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ თუ მათი პირუტყვი არ არის რეგისტრირებული ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”). თუმცა, ტექნიკური შეფასებისას, განაცხადებს ფერმერებისგან, რომელთა მსხვილფეხა პირუტყვი რეგისტრირებულია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”) უფრო მაღალი ქულა მიენიჭება.
- შეუძლიათ თუ არა განმცხადებლებს, რომლებიც ფლობენ 6 ძროხაზე ნაკლებს გააკეთონ განაცხადი?
არა. იმისთვის რომ დააკმაყოფილოს საგრანტო პირობები განმცხადებელს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 20 მეწველი ძროხა (ფური).
- როდის და სად შეიძლება ტრენინგზე დასწრება?
სიახლეებისთვის შეამოწმეთ FAO-ს ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/FAOGeorgia
გრანტებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში
- ტელეფონის ნომერი
(+995) 599 001 186
(+995) 599 085 329
- ელ-ფოსტა: FAO-Georgia-Grants@fao.org
„FAO“ მიზანია უზრუნველყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე მიდგომა გრანტების მართვის პროცესის მიმართ, რომელიც ორგანიზაციის ეთიკურ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იქნება. FAO ENPARD-IV საჩივრების განხილვის მექანიზმის (GRM) ფარგლებში, შეიქმნა პროექტისთვის განკუთვნილი ცხელი ხაზი, რათა ბენეფიციარებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საშუალება მიეცეთ წარადგინონ კითხვები, საჩივრები და გამოხმაურება FAO-ს მიერ მხარდაჭერილ აქტივობებთან დაკავშირებით.
ცხელ ხაზს მართავს მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშვალდებულებისა და სწავლების (MEAL) გუნდი, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად განიხილება. საჩივრები და გამოხმაურება რეგისტრირდება, და განიხილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი შემდგომი რეაგირება.
FAOGE ENPARD-IV პროექტის ცხელი ხაზი 599112235საჩივრებისა და გამოხმაურებისთვის, გთხოვთ, დარეკოთ ან გამოგზავნოთ ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებაცხელი ხაზის სამუშაო საათები: |