fbpx
Skip to main content

ENPARD გრანტები – ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი კითხვები

  1. რას გულისხმობს მხარდაჭერის პაკეტი?

„FAO“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ENPARD IV“ პროგრამის ფარგლებში, დანერგავს მხარდაჭერის პაკეტებს, რომელთა მიზანია ფერმერებს და სურსათის ბიზნეს ოპერატორებს მიაწოდოს ტექნიკური ცოდნა სურსათის უვნებლობის შესახებ, ისევე როგორც სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული აღჭურვილობა/მოწყობილობები, თანადაფინანსების გრანტების სქემის მეშვეობით.

  1. რა ტიპის აქტივობებს მოიცავს თანამონაწილეობითი გრანტი?

პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა მხარდაჭერის პაკეტის შეთავაზება. ამ დროისთვის ცხადდება შემდეგი მხარდაჭერის პაკეტები:

  • SP3:მხარდაჭერის პაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლადითვალისწინებს სურსათის უვნებლობის ტრენინგს და შესაბამის გრანტს ოქსიმეტრებისა და ბაქტერიების ტესტირების საველე კომპლექტების შესაძენად საქართველოს მასშტაბით არსებული მტკნარი წყლის თევზის მწარმოებლებისთვის.
  • SP5: მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის ითვალისწინებს წალკის, ადიგენის, გორისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში და სამეგრელოს რეგიონში რძისა და ყველის მცირე მწარმოებლ ქალებისთვის სურსათის უვნებლობის ტრეინინგს და გრანტის შესაძლებლობას საწველი აპარატების, გაგრილების ავზების, პასტერიზატორების, ვაკუუმური შესაფუთი მოწყობილობებისა და რძის პორტატული ანალიზატორის შესაძენად.
  • SP6: მხარდაჭერის პაკეტი ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნითითვალისწინებს ლაგოდეხის, მარნეულის, გარდაბნის, კასპის, ყვარელისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის სურსათის უვნებლობის ტრეინინგს და გრანტის შესაძლებლობას   საწვავზე მომუშავე დასაქოქი შესაწამლი აპარატის („ატომიზატორი“) და პირადი დამცავი აღჭურვილობის შესაძენად.
  1. რა არის თანამონაწილეობითი გრანტი და რამდენია თანამონაწილეობის ოდენობა?

ინვესტიცია იყოფა ბენეფიციარის თანამონაწილეობასა (გადახდილი ბენეფიციარის მიერ) და FAO-ს კონტრიბუციას შორის (გადახდილი FAO-ს მიერ). შესაბამისად, ბენეფიციარის თანამონაწილეობა დაფარავს გრანტის მთლიანი ღირებულების 30%-ს, ხოლო FAO-ს კონტრიბუცია იქნება 70%-ი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბენეფიციარმა უნდა გადაუხადოს მიმწოდებელს ჯერ თავისი 30%, ხოლო FAO დარჩენილ 70%-ს მოგვიანებით გადაუხდის მიმწოდებელს.

ბენეფიციარის თანამონაწილეობა უნდა იყოს ნაღდი ფული და უნდა იქნას გადახდილი პირდაპირ მიმწოდებელთან. არაფულადი კონტრიბუცია (ადამიანური შრომა, შემოწირულობა მიწის ნაკვეთის სახით, აღჭურვილობა და ა.შ.) ან სხვა დონორის დაფინანსება არ განიხილება როგორც ბენეფიციარის თანამონაწილეობა. მეტიც,  დაფინანსება სხვა პროექტის გრანტით დაუშვებელია.

  1. ვინ აფასებს განაცხადებს და როგორია პროცედურა?

ყველა თანამონაწილეობითი საგრანტო განაცხადი გაივლის შემდეგ ეტაპებს:

  1. პროგრამასთან შესაბამისობისა და ბიუჯეტის შემოწმება FAO-ს მიერ
  2. განაცხადის ტექნიკური შეფასება (რომელიც შეიძლება მოიცავდეს საველე ვიზიტს)
  3. სურსათის უვნებლობის ტრენინგი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელს ჯერ არ გაუვლია სავალდებულო ტრენინგი)
  4. საბოლოო გადაწყვეტილება – გრანტის გადაცემის გადაწყვეტილებას მიიღებს FAO-ს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად.
  5. საგრანტო ხელშკრულების ხელმოწერა FAO-სა და შერჩეული ბენეფიციარის მიერ
  6. თანამონაწილეობითი ოდენობის გადახდა ბენეფიციარის მიერ, აღჭურვილობის მიწოდება და FAO-ს კონტრიბუციის გადახდა მიმწოდებლისთვის.

კომისიის გადაწყვეტილება არის საბოლოო და შეუქცევადი. განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, განმცხადებლებს აქვთ უფლება ხელახლა შემოიტანონ გაუმჯობესებული საინვესტიციო წინადადებები.

  1. როდის და როგორ უნდა გაკეთდეს განაცხადი?

ყველა მხარდაჭერის პაკეტს აქვს თავისი ვადები და სპეციფიკაციები. გთხოვთ, გაეცნოთ  ვებ-გვერდზე არსებულ კონკრეტულ განყოფილებას.

  1. რა დოკუმენტაცია იქნება საჭირო განაცხადისთვის?

ყველა მხარდაჭერის პაკეტს აქვს თავისი ვადები და სპეციფიკაციები. გთხოვთ, გაეცნოთ  ვებ-გვერდზე არსებულ კონკრეტულ განყოფილებას.

  1. შეუძლია თუ არა FAO-ს საგრანტო გუნდს დახმარება გაუწიოს განმხცადებელს სააპლიკაციო ფორმის შევსებაში?

დიახ. კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ FAO-ს საგრანტო გუნდს ელექტრონული ფოსტით: fao-georgia-grants@fao.org ან დაუკავშირდეთ ტელეფონით (გთხოვთ, იხილეთ ტელეფონის ნომრები საკონტაქტო განყოფილებაში).

  1. რა დრო იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის შეტანის შემდეგ?

ყველა მხარდაჭერის პაკეტს აქვს თავისი ვადები და სპეციფიკაციები. შეფასების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე.

  1. შეუძლია თუ არა განმცხადებელს წარადგინოს ერთზე მეტი საპროექტო წინადადება?

განაცხადის უარყოფის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა განაცხადის მომზადება შესაბამისი  მხარდაჭერის პაკეტისთვის. თუმცა, განმცხადებელს არ აქვს უფლება წარადგინოს რამდენიმე საპროექტო წინადადება ერთდროულად.

  1. შეუძლია თუ არა განმცხადებელს, რომელიც ცხოვრობს სამიზნე მუნიციპალიტეტების გარეთ, თუმცა ფლობს მეურნეობას აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, შემოიტანოს გრანტზე განაცხადი?

დიახ. მხარდაჭერის პაკეტები ითვალისწინებს განმცხადებლის სამუშაო ადგილის  და არა საცხოვრებელს.

  1. შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს განაცხადის წარდგენა?

დიახ. თუმცა, ყველა განმცხადებელი ვალდებულია ჰქონდეს იურიდიული სტატუსი. თუ ფიზიკური პირი ჯერ არ არის დარეგისტრირებული, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, მას შეუძლია შემოიტანოს განაცხადი და FAO-სთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს რეგისტრაციის ფორმის.

  1. განაცხადი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე?

არა, განაცხადების შევსება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

  1. შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შეცვლა/განახლება წარდგენის შემდეგ?

განაცხადის შემოტანის შემდეგ, განმცხადებელი ვერ შეძლებს ცვლილებების შეტანას სააპლიკაციო ფორმაში. შეფასების პროცესში FAO-მ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლებისგან. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნას შეძლებს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე fao-geroga-grants@fao.org.

  1. იგზავნება თუ არა შეტყობინება განაცხადის უარყოფის შემთხვევაში? არის თუ არა შესაძლებელი განაცხადის უარყოფის შემთხვევაში წინადადების თავიდან შემოტანა?

შერჩევის კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებლებს ელექტრონული ფოსტით. განაცხადის უარყოფის შემთხვევაში განმცხადებელი მიიღებს განმარტებას.  განმცხადებლებს ექნებათ უფლება განაცხადის უარყოფის შემთხვევაში წინადადება თავიდან შემოიტანონ თუკი გამოცხადებული საგრანტო პროგრამა კვლავ აქტიურია

  1. რა მოხდება თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან დამატებითი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი?

განაცხადის შეფასების პროცესში FAO აცნობებს განმცხადებლებს არასრულყოფილი ინფორმაციის ან დოკუმენტების შესახებ. განმცხადებლებს მიეცემათ გონივრული ვადა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით მისაწოდებლად. აღნიშნულის დროულად შეუსრულებლობა გამოიწვევს განაცხადის უარყოფას.

  1. დამატებითი კითხვების შემთხევაში
  • ტელეფონის ნომერი

    (+995) 599 085969
    (+995) 599 085329

  • ელ-ფოსტა

    FAO-Georgia-Grants@fao.org

კითხვები SP3: “მხარდაჭერის პაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ”.

1.რა აღჭურვილობა არის დასაშვები თანამონაწილეობით გრანტზე?

მიმდინარე საგრანტო სქემის მიხედვით, მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობები, რომლებიც ფლობენ იურიდიული პირის სტატუსს, შეძლებენ განაცხადი გააკეთონ გრანტზე, შერჩეული მომწოდებლებისგან ერთ ან ორივე მოწყობილობის: ოქსიმეტრი და/ან ბაქტერიების საველე ტესტირების ნაკრები შესაძენად.

    2. როგორია საგრანტო თანხების მიღების პოლიტიკა?

    საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბენეფიციარი გადაუხდის მომწოდებელს თანამონაწილეობის თანხას და მიიღებს აღჭურვილობას. აღჭურვილობის ჩაბარება შემოწმდება FAO-ს მიერ, რის შემდეგაც დაიფარება გრანტის სრული ოდენობა მომწოდებლებთან. დაუშვებელია გრანტის გადახდა პირდაპირ ბენეფიციარისთვის.

    3. განაცხადში განსაზღვრულია თუ არა მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობებიმინიმლაური დასაშვები ზომა?

    ამ მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში არ არსებობს შეზღუდვა მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების ზომასთან დაკავშირებით. თუმცა, აუზი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ ბიზნეს საქმიანობად ჩაითვალოს.

    კითხვები SP5: „მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის”

    1. რა აღჭურვილობა არის დასაშვები თანამონაწილეობით გრანტზე?

    მოქმედი საგრანტო სქემის მიხედვით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალები შეძლებენ განაცხადის გაკეთებას შერჩეული მომწოდებლებისგან ერთი ან რამდენიმე აღჭურვილობის შესაძენად:

    რძის მცირე ზომის მწარმოებლებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოიცავს პორტატულ საწვლ აპარატსა და გამაგრილებელ ავზს მაქსიმალური ტევადობით 500 ლიტრი.

    ყველის მცირე ზომის მწარმოებლებისთვის საჭირო აღჭურვილობაში შედის პორტატული საწველი აპარატი, გამაგრილებელი ავზი მაქსიმალური ტევადობით 500 ლიტრი, პასტერიზატორები მაქსიმალური ტევადობით 500 ლიტრი, ვაკუუმური შესაფუთი მოწყობილობა და პორტატული რძის ანალიზატორი.

    1. როგორია საგრანტო თანხების მიღების პოლიტიკა?

    საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბენეფიციარი გადაუხდის მომწოდებელს თანამონაწილეობის თანხას და მიიღებს აღჭურვილობას. აღჭურვილობის ჩაბარება შემოწმდება FAO-ს მიერ, რის შემდეგაც დაიფარება გრანტის სრული ოდენობა მომწოდებლებთან. დაუშვებელია გრანტის გადახდა პირდაპირ ბენეფიციარისთვის.

    1. შესაძლებელია თუ არა მამრობითი სქესის ფერმერმა წარადგინოს განაცხადი?

    არა. აღნიშნული საგრანტო სქემის მიხედვით, გრანტის მიმღები უნდა იყოს ქალი.

    1. აქვთ თუ არა უფლება რძისა და ყველის მწარმოებლებს შემოიტანონ საგრანტო განაცხადი თუ მათი პირუტყვი არ არის რეგისტრირებული ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”)?

    დიახ, რძისა და ყველის მწარმოებლებს შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ თუ მათი პირუტყვი არ არის რეგისტრირებული ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”). თუმცა, ტექნიკური შეფასებისას, განაცხადებს ფერმერებისგან, რომელთა მსხვილფეხა პირუტყვი რეგისტრირებულია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (“NAITS”) უფრო მაღალი ქულა მიენიჭება.

    1. შეუძლიათ თუ არა განმცხადებლებს, რომლებიც ფლობენ 6 ძროხაზე ნაკლებს გააკეთონ განაცხადი?

    არა. იმისთვის რომ დააკმაყოფილოს საგრანტო პირობები განმცხადებელს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 20 მეწველი ძროხა (ფური).

    1. როდის და სად შეიძლება ტრენინგზე დასწრება?

    სიახლეებისთვის შეამოწმეთ FAO-ს ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/FAOGeorgia

    კითხვები SP6: “მხარდაჭერის პაკეტი ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით“

    1. რა აღჭურვილობა არის დასაშვები თანამონაწილეობით გრანტზე?

    მოქმედი საგრანტო სქემის მიხედვით, ბოსტნეულის რეგისტრირებული მწარმოებლები სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რომლებმაც გაიარეს FAO-ს ტრენინგი სურსათის უვნებლობის შესახებ, შეძლებენ განაცხადი გააკეთონ  აწვავზე მომუშავე დასაქოქი შესაწამლი აპარატისა („ატომიზატორი“) და პერსონალური დამცავი მოწყობილობის (“PPE”) შესაძენად.

    1. როგორია საგრანტო თანხების მიღების პოლიტიკა?

    საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბენეფიციარი გადაუხდის მომწოდებელს თანამონაწილეობის თანხას და მიიღებს აღჭურვილობას. აღჭურვილობის ჩაბარება შემოწმდება FAO-ს მიერ, რის შემდეგაც დაიფარება სრულად გრანტის ოდენობა მომწოდებლებთნ. დაუშვებელია გრანტის გადახდა პირდაპირ ბენეფიციარისთვის.

    1. არის თუ არა წარმოების ძირითადი პროდუქტი გადამწყვეტი განაცხადის შეფასების პროცესში?

    განმცხადებელი უნდა იყოს ბოსტნეულის მწარმოებელი, მიმდინარე წელს ან ბოლო 2 წლის განმავლობაში.

    1. როდის და სად შეიძლება ტრენინგზე დასწრება?

    სიახლეებისთვის შეამოწმეთ FAO-ს ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/FAOGeorgia