fbpx
Skip to main content

ადამიანის უფლებათა კვირეული  2021

ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვას საქართველოში და ახორციელებს 40-მდე პროექტს, რომლებიც ეხება როგორც ადამიანის უფლებათა  და გენდერული თანასწორობის საკითხებს , ისე თანასწორობის ხელყოფისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. 

ყველა ადამიანი თანასწორია – ადამიანის უფლებათა კვირეული  2021

ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი ეძღვნება 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას, რომლითაც აღიარებულია ადამიანის ისეთი ფუნდამენტური  უფლებები და თავისუფლებები, რაც ყველა ჩვენთაგანს გვაქვს მონიჭებული, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, წარმომავლობის თუ ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიის, ენის ან სხვა სტატუსისა.

10 დეკემბერი კარგი შესაძლებლობაა ეროვნულ დონეზე არსებული მიღწევების ხაზგასასმელად, ასევე იმ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომლებიც უკავშირდება თანასწორობასა  და დისკრიმინაციას. ეს არის შესაძლებლობა, შეიქმნას სივრცე კონსტრუქციული დისკუსიისთვის, ასევე მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ხაზი გაესვას კონკრეტულ ინიციატივებს.

ბოლო წლებში ევროკავშირმა 100 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მხარდასაჭერად. ეს განხორციელდა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით. აღნიშნული ორგანიზაციები უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს წარმოადგენენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ევროკავშირი მხარს უჭერს 40-მდე პროექტს, რომლებიც ეხება როგორც ადამიანის უფლებათა  და გენდერული თანასწორობის საკითხებს , ისე თანასწორობის ხელყოფისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, რაც იმავდროულად ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზანს ყველა ადამიანისთვის ღირსეული გარემოს უზრუნველყოფის შესახებ.

ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ძალისხმევით, განხორციელდა  საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება. ადამიანის უფლებათა საკითხებზე 120-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა ყველა ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენლებისთვის, პარლამენტის წევრების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებისა და სამართალდამცავი უწყებების პერსონალისთვის (ადამიანის უფლებები ყველასთვის – მეორე ფაზა). ევროკავშირი აქტიურად უწყობს ხელს ბიზნესში ქალთა ჩართულობას, თანაბარი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებისა და თანასწორი საზოგადოების უზრუნველყოფას (EU4GENDER EQUALITY: ერთად გენდერული სტერეოტიპების და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ; თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში). გარდა ამისა ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად, მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად (თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის; სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში),

ისევე როგორც ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ინტეგრაციის გაუმჯობესებული შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ქვემოთ მოცემულ პროექტებს.

3 დეკემბრიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამასთან, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადამიანის უფლებათა კვირეულის აღნიშვნას.

მიმდინარე წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ინფორმაციას მოგაწვდით სხვადასხვა აქტივობების შესახებ, მათ შორის მედია თანასწორობის 2021 წლის გამარჯვებულებისა და მათი დაჯილოების, ასევე შშმ  პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრის თაობაზე. დამატებით გაგიზიარებთ ადამიანის უფლებათა სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ვიდეოებსა და მასალებს.

განცხადებები ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით

იხილეთ ყველა

ისტორიები


პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმა “ექსპერტთა დიალოგი” სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს გენდერული ნიშნით ძალადობის დასაძლევად

ახალი ამბები


გულგრილობის ვირუსი კლავს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ონლაინკამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

ევროკავშირი აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს