fbpx
Skip to main content

ევროკავშირი საქართველოში და ,,ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისი

12/10/2021

ევროკავშირის მხარდაჭერით ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” (WECF GEORGIA) წამოიწყო ახალი კონკურსი სახელად ,,მედია თანასწორობისთვის” იმისათვის, რომ წაახალისოს გენდერული თანასწორობის თემა ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებსა და სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებს შორის.

თქვენ უკვე შეგიძლიათ განაცხადების შემოტანა კონკურსში #მედიათანასწორობისთვის. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საქართველოში, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური

საზოგადოების მშენებლობაში დამოუკიდებელი მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმით.

,,ევროკავშირი რჩება გენდერული თანასწორობის ერთგულ მხარდამჭერად. როდესაც ვუყურებთ ამ პრობლემის გამოწვევებს, ძალიან მარტივია დავინახოთ უთანასწორობა ყველა ასპექტში, იქნება ეს არათანაბარი ანაზღაურება, პოლიტიკაში არასაკმარისი წარმომადგენლობა თუ ზოგადად ყოველდღიურობა, როგორიცაა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა და სექსუალური შევიწროება. მედიას ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი აქვს და მას შეუძლია ან გააძლიეროს სტერეოტიპები, რომლებიც ახდენენ უთანასწორობის ნორმალიზებას, ან პირიქით – ყურადღება გაამახვილოს ამ საკითხებზე და ხელი შეუწყოს მათ შესახებ დისკუსიის წამოწყებას. სწორედ ამ ფონის გათვალისწინებით, ამაყი ვარ წარმოგიდგინოთ პირველი დაჯილდოება ,,მედია თანასწორობისთვის” რომელიც გამოარჩევს ნამუშევრებს, რომელთაც შეძლეს ქალთა გაძლიერება, უთანასწორობის საკითხებზე დისკუსიის წამოწყება, ხელი შეუწყეს გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.” – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარცელი.

იდა ბახტურიძე, ,,ქალები საერთო მომავლისთვის” ქვეყნის კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი ამბობს: ,,მედია თანასწორობისთვის არის პირველი მულტიმედიური პრიზი საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ მეინსტრიმული მედიის როლს ცნობს, როგორც მოკავშირეს ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის მიღწევაში, არამედ თანაბრად განიხილავს სოციალური მედიის პლატფორმებზე მომუშავე ადამიანებსაც, როგორც ამ პროცესის მთავარ ნაწილს. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრიზისთვის განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება რეგიონალურ მედია პლატფორმებსაც. სწორედ ამიტომ, ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” ცალკე ნომინაცია დააწესა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისა და მულტიმედიური კონტენტის შემქმნელებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჯილდო კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე ადამიანებისთვის, რომ გენდერულად მგრძნობიარე პროდუქტების ან შინაარსის შექმნით ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.”

“მედია თანასწორობისთვის 2021” ჯილდოს მოპოვებისთვის WECF საქართველო კონკურსს გამოაცხადებს ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გაძლიერებას. ,,მედია თანასწორობისთვის” კონკურსი პირველია საქართველოში, რომელიც ტრადიციულ და ციფრულ მედიასთან ერთად, სოციალური მედიის დიდ როლსაც აღიარებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

ოთხი გამორჩეული კანდიდატი მიიღებს ჯილდოს შემდეგ კატეგორიებში:

● საუკეთესო ეროვნული/ნაციონალური მულტიმედიური პროდუქტი (სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, ონლაინ პროდუქცია)

● საუკეთესო რეგიონალური მულტიმედია პროდუქტი

● საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში ან/და ვებ-გვერდზე

● საუკეთესო ვიზუალური სიუჟეტი (კედლის მხატვრობა, ფოტოთი გადმოცემული ამბავი)

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულ პირს გადაეცემა პრიზი 1500 ევროს ოდენობით (ექვივალენტი ლარში).

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 11 ნოემბერი.

გამოგზავნილი ნამუშევრები ხელს უნდა უწყობდეს ქალთა გაძლიერებას, სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოებაში, შრომის ბაზარზე ქალთა თანაბარი მონაწილეობის ბარიერების ილუსტრირებას და გენდერულად მგრძნობიარე სხვა თემებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ანი გურულიშვილი, კომუნიკაციების ასისტენტი ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო): ani.gurulishvili@wecf.org

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის, სააპლიკაციო ფორმისა და პირობების შესახებ იხილეთ ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ვებ გვერდზე: https://www.wecf.ge/media-awards/

კონკურსის მომაწილეებმა სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: media4equality@wecf.org