fbpx

მცირე საგრანტო კონკურსი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

12/01/2023

საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPER GEORGIA“, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ და რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების/ქსელების მიერ, თემებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების აქტივობების განხორციელება, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაზე აქცენტირებით.

კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა) გაიცემა 20 გრანტი. გრანტის მოცულობა შეადგენს საშუალოდ 7000 (შვიდიათასი) ლარს (მინიმალური მოცულობა 2800 ლარი, ხოლო მაქსიმალური 14 000 ლარი).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

გრანტები გაიცემა ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება:

მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირების კამპანიებზე, ასევე კარგი მმართველობის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვაზე, შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

• თემის მობილიზაციის აქტივობები განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდების და ქალების ჩართულობაზე მათი საჭიროებების, პრიორიტეტების ადვოკატირებისთვის;
• გენდერული მეინსტრიმინგი ადვოკატირებაში, მედია-ადვოკატირებაში, სტრატეგიასა და დაგეგმარებაში, ციფრულ სივრცეში, მობილიზაციასა და პოპულარიზაციის კამპანიაში;
• თვითმმართველობის ინფორმაციის გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობისათვის ხელმისაწვდომობაზე;
• სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან უკუკავშირის მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვა, მიღებული შედეგების მონიტორინგი და შეფასება;
• სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგის ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადი ფოკუსირებული უნდა იყოს გენდერული ბიუჯეტირების თანამონაწილეობით შემუშავებაზე ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებით.

ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს (2023 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით).

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარადგინონ 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorgi.tvaliashvili@heks-eper.org წერილის ველში (Subject) მიუთითეთ ორგანიზაციის სახელწოდება და „Advocacy Grant“.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, 2023 წლის 17 იანვარს, სამშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება ვებინარი პლატფორმა „ზუმის“ (zoom.us) გამოყენებით. ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: https://forms.gle/rkFupQXuTNUCcTtA6

პროექტის შესახებ ინფორმაცია და საგრანტო განაცხადის ფორმა

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,