fbpx
Skip to main content

ტრენინგი და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (TOPCOP)

Project Description

პროექტი „ტრენინგი და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ წარმოადგენს მრავალწლიანი სამუშაო პროგრამის ნაწილს, რომლის ზოგადი ამოცანაა ორგანიზებული და სერიოზული საერთაშორისო დამნაშავეობის მაჩვენებლის შემცირება აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში. შემოთავაზებული საქმიანობის მიზანია თანამშრომლობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ევროკავშირის უწყებებში, რომლებიც მუშაობენ სერიოზული და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის პრევენციის და მასთან ბრძოლის სფეროში, ევროკავშირის პოლიტიკური ციკლის შესაბამისად. პროექტის მიზანია თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი გრძელვადიანი სტაბილიზაცია. ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPO) მიზანია იმგვარი მეთოდოლოგიის გამოყენება, რომლებიც გამოიყენება ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის მხარდასაჭერად ტრენინგის საშუალებით; გარდა ამისა, მას სურს გააფართოვოს ევროკავშირის არსებული თანამშრომლობის ინსტრუმენტები იმავდროულად სათანადო მოქნილობის და ადაპტაციის უზრუნველყოფით, პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რეგიონში. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი საკონტაქტო ორგანოების შერჩევას აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ სტრატეგიული მონაცემების შეკრებას. შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საფრთხის შეფასების დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საფრთხეებს განსაზღვრავს. ერთ-ერთია ამოცანაა ინსტრუმენტით უზრუნველყოფა ევროპოლთან სამომავლო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.
Specific Objective
პროექტის „ტრენინგი და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ზოგადი ამოცანაა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაუმჯობესება დანაშაულის პრიორიტეტულ სფეროებში.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

- სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის გაუმჯობესება სამართალდამცავ ორგანოებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ევროკავშირის ორგანიზაციებში.
- შესაბამისი სამართალდამცავი სამსახურების პოტენციალის შექმნა პარტნიორ ქვეყნებში ორგანიზებულ და საერთაშორისო დანაშაულთან საბრძოლველად.
Expected Results
- ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ევროპის დანაშაულის საფრთხის საწინაღმდეგო მულტიდისციპლინური პლატფორმის (EMPACT) საშუალებით.
- სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ორგანიზებულ და სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულთან საბრძოლველად საჭიროებების ანალიზის ჩატარების საფუძველზე.
- ოპერაციული დაგეგმვის გაუმჯობესება დაზვერვის საფუძველზე აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებში.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება
Topic:
უსაფრთხოება
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.07.2020
End Date:
01.07.2024
Social Media Links:

EU Project Number:
415-941