fbpx
Skip to main content

ქალები ბიზნესში

Project Description
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ქალები ბიზნესში“ ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე და განვითარებისთვის საჭირო „ნოუ-ჰაუზე“. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უზრუნველყოფს ფინანსებზე წვდომას ადგილობრივი ბანკებისთვის საკრედიტო ხაზების გამოყოფით, რომლებიც ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას ხმარდება. ბანკი ასევე გასცემს ბიზნეს-რეკომენდაციებს კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ტრენინგი მენტორობა და სხვა მხარდაჭერა, რაც ქალ მეწარმეებს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება.

Specific Objective

პროექტის კონკრეტული ამოცანაა ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაცია, ხოლო უფო ფართო თვალსაზრისით - ქალთა მონაწილეობა ბიზნესში მათი საწარმოების მხარდაჭერით. ეს ხორციელდება დაფინანსებაზე წვდომით, ასევე ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებით ქალების მიერ მართული კომპანიებისთვის.
Expected Results

- ქალების მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ფინანსებზე წვდომის და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
- სტაბილური ფინანსური პროდუქტების შექმნა, რომლებიც კონკრეტულად ქალების მიერ მართულ მცირე და საშუალო საწარმოებზეა მორგებული.
- ქალთა მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა რეკომენდაციების და „ნოუ-ჰაუს“ მიღებაში.
- ტრენინგი ძირითადი სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის.
- მენტორობის და ქსელური აქტივობის სემინარები.


Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა, ინკლუზია
Topic:
ბიზნესი, ქალები
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
30.12.2015
End Date:
29.12.2022
Social Media Links:

EU Project Number:
371-312