fbpx
Skip to main content

PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

Project Description
საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა აუცილებელია რეფორმის განხორციელებისთვის.
პროექტი უზრუნველყოფს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების და დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის მეშვეობით.
პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტის ირგვლივაა კონცენტრირებული: პოლიტიკის შექმნა, ანგარიშვალდებულება, საჯარო მმართველობა და სერვისების მიწოდება. ხდება რეფორმის განხორციელების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, რაც გადახედვის საშუალებას იძლევა. ტარდება შეფასებები, რომელიც ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშების სახით მზადდება და ავსებს და ამოწმებს მთავრობის მიერ რეფორმის განხორციელებაზე მომზადებულ ანგარიშებს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამოვლენასთან ერთად პროექტის გუნდი იკვლევს მიზეზებს და გაუმჯობესების გზებს თავაზობს.
პროექტის ფარგლებში მზადდება ონლაინ მონიტორინგის პლატფორმა - PAR Tracker - სადაც აისახება მონიტორინგისა და შეფასების შედეგები; რეფორმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მისაწვდომი ხდება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
Specific Objective
1. PAR-ის განხორციელების მონიტორინგი ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომებით.
2. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ შეიტანონ წვლილი PAR-ის შესრულების ზედამხედველობის პროცესში.
3. PAR-ის გადახედვის პროცესის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეთა შორის დისკუსიისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით.
Expected Results
- გადამზადებული 11 სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში
- მომზადებული ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები
- პრობლემური საკითხები გამოვლენილი PAR Tracker მეშვეობით და შემუშავებული პოლიტიკის რეკომენდაციები
- სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნილი PAR საბჭო
- ეფექტური მონიტორინგის მექანიზმით და კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის სპეციფიკური ინფორმაციით აღჭურვილი სამოქალაქო ორგანიზაციები.
Project documents
Project map
Photo gallery
Launching event of the project “Contributing to PAR through Civic Monitoring and Engagement”
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
10.10.2019
End Date:
10.10.2021
Website:
www.idfi.ge
Social Media Links:
www.facebook.com/IDFI.official/
EU Project Number:
409-956