fbpx
Skip to main content

ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის

Project Description
პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის მეორე ფაზის ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტს. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში ქალებისა და კაცების დასაქმების შესაძლებლობები. ამ შედეგის მისაღწევად, პროექტი მხარს უჭერს სამინისტროებს და მათ სააგენტოებს, ასევე ადგილობრივ თემებს განავითარონ, განახორციელონ, მონიტონგი გაუწიონ და გააუმჯობესონ შესაბამისი პოლიტიკა, შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განსავითარებლად.
Specific Objective
ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის მიზანია დაეხმაროს სამინისტროებს და მათ სააგენტოებს, ასევე ადგილობრივ თემებს განავითარონ, განახორციელონ, მონიტონგი გაუწიონ და გააუმჯობესონ დარგის რეფორმის პოლიტიკა, სტატეგიები, მომსახურება და სამოქმედო გეგმები, რათა ხელი შეუწყონ შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ქვეყანაში.

ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი მხარს უჭერს შემდეგ სამინისტროებს: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მათ სააგენტოებსა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“.
Expected Results
- დარგის ეროვნული რეფორმის პოლიტიკა დამტკიცებული და განხორციელებულია; მიზნობრივი სამინისტროების შესაძლებლობები დარგის რეფორმის პოლიტიკის მიმართულებით გაძლიერებულია, რათა მათ შეძლონ ახალი რეფორმების განვითარება, განხორციელება და მონიტორინგი; დარგის რეფორმის პოლიტიკისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია და ცნობადობა გაზრდილია;
- უნარების განვითარება და მეწარმეობის განათლების პოლიტიკა შედგენილია და განხორციელებულია და სწავლებაში ჩართულთა რაოდენობა გაზრდილია. განათლების სამინისტროს შესაძლებლობები გაუმჯობესებულია სისტემების და პოლიტიკის გატარების კუთხით, რათა პროფესიული ორიენტაციისა და მეწარმეობის სწავლება განათლების სრულ სეგმენტზე გავრცელდეს;
- ახალგაზრდების სერვისები, მათ შორის კარიერის დაგეგმვა, არა-ფორმალური ტრეინინგ კურსები და ახალგაზრდების გააქტიურების სხვა გზები ჩამოყალიბებულია და ახლად შექმნილი სააგენტოს, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზაციული და ადამიანური შესაძლებლობები გაზრდილია;
- განახლებული ახალი მომსახურების მოდელი შემუშავებულია და ახლად შექმნილი „დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ შესაძლებლობები გაძლიერებულია, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე, რათა მათ შეძლონ ეფექტური მომსახურების გაწევა სამსახურის მაძიებელთათვის და დამსაქმებლებისთვის.
- შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა და მონაცემთა ანალიზის უნარები გაუმჯობესებულია, რათა მოხდეს მტკიცებულებებზე-დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება და გატარება.
Project documents
Beneficiaries
LEPL Youth Agency
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs (MoIDPLHSA)
Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia (MoESCS)
Project map
Photo gallery
Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia (MoESCS)
LEPL Youth Agency
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
დასაქმება და მეწარმეობა
Topic:
დასაქმება, უნარები
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
28.08.2019
End Date:
27.08.2023
Social Media Links:


EU Project Number:
409-175