CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” ფარგლებში, აცხადებს სტუდენტურ კონკურსს კლიმატის ცვლილების თემის გარშემო სტატიების მომზადებაზე.
კონკურსის მიზანი აკადემიის სფეროში კლიმატის ცვლილების საკითებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში მეცნიერული მიმართულების წახალისებაა. მონაწილეების მიერ შექმნილი სტატიები უნდა აშუქებდეს კლიმატის გლობალური ცვლილების მიერ გამოწვეულ შედეგებსა და რისკებს საქართველოსთან მიმართებაში და უნდა ეყრდნობოდეს, კლიმატის ცვლილების თემატიკაზე არსებულ უახლესი სტატიების მიმოხილვის საფუძველზე გახორციელებულ მეორადი წყაროების ანალიზს (desk research).
შესაძლო თემების ჩამონათვალი
სტატიის ფორმატი და კრიტერიუმები იხილეთ დანართ 1-ში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ატვირთონ სტატია 2023 წლის 30 აპრილამდე, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/jrzCQtjYLspF4Ssj7
მონაწილეების შეფასების ეტაპები:
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN, ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,