fbpx

Youth4Regions ახალგაზრდა ჟურნალისტებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

01/07/2022

დამწყები ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, Youth4Regions, 18-30 წლის ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. დაინტერესებულებს უნდა ჰქონდეთ ჟურნალისტური განათლება და იყვნენ აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის მოქალაქეები. 

პროგრამა 2022 წლის 8-14 ოქტომბერს ჩატარდება. დაბინავების, საკვების და მგზავრობის ხარჯებს ევროკომისია დაფარავს.

პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ჟურნალისტიკაში და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე. ისინი ეწვევიან ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტს და მონაწილეობას მიიღებენ  ევროკომისიის პრეს-ტურებში, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გაიმართება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 11 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,