Skip to main content

ევროპის დღის შესახებ ბათუმში

ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი

11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ბათუმში აღნიშნავს მრავალფეროვანი ღონისძიებით, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის.

შემოგვიერთდით დღის განმავლობაში დაგეგმილ მრავალფეროვან აქტივობებზე: გელოდებათ ცოცხალი მუსიკა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერაქციული სტენდები, გასტრონომიული კუთხე, live პოდკასტი, ვირტუალური მოგზაურობა, ვიქტორინები, „ცოდნის ბორბალი“, ფოტოგრაფიის მასტერკლასი, „მწვანე კუთხე“, ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეების მუსიკალური შესრულება, საბავშვო თეატრი და მრავალი სხვა.

ღონისძიებები

10 ივლისი – Cavea Grand Mall

ბათუმის ევროპის დღეზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ინიციატივას – ევროპულ კინოტურს ვიწყებთ.

დაესწარით ფილმის ჩვენებას 10 ივლისს Cavea Grand Mall-ში:
17:00 – “ფლოუ”, ლატვიური ანიმაციური ფილმით
19:00 – ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმით “დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბნელი”

11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი სივრცე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოგონებებს ეძღვნება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წარმოადგენენ სტენდებს და ინსტალაციებს, სადაც ვიზიტორები გაეცნობიან ევროპაში დაბადებულ იდეებს, გამოგონებებსა და აღმოჩენებს, რომლებმაც თანამედროვე სამყარო ჩამოაყალიბეს.

11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

აღმოაჩინეთ ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის ისტორა, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის, გაიცანით ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული რეალური ინიციატივები და  მიიღეთ საინტერესო გამოცდილება. ჩაერთეთ სახალისო თამაშებში, ინტერაქციულ ინსტალაციებსა და მრავალფეროვან აქტივობებში.

11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

დაესწარით live პოდკასტს, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი საინტერესო სტუმრებთან ერთად განიხილავს მნიშვნელოვან თემებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ. რაც მთავარია, შენ შეგიძლია იყო არა მხოლოდ მსმენელი, არამედ ამ საუბრის მონაწილეც. 

11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

შემოგვიერთდით შემოქმედებით ვორკშოპებსა და ინტერაქციულ თამაშებში — დაგხვდებათ სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები ყველა ასაკისთვის. ევროპის დღე მთელი ოჯახის დღესასწაულია!

11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

შემოგვიერთდით „მწვანე კუთხეში“ და შეისწავლეთ პრაქტიკული გზები, როგორ გამოიყენოთ, აღადგინოთ და განაახლოთ ყოველდღიური გამოყენების ნივთები. გაიგეთ, როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირი და საქართველო მწვანე მომავლისთვის  ინტერაქტიული სივრცეებისა და პრაქტიკული ვორკშოპების საშუალებით, რაც გარემოსდაცვით იდეებს ახალგაზრდებისა და ოჯახებისთვის ხელშესახებ გამოცდილებად აქცევს!

ფოტოგრაფიის ვორქშოპი
11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

დაესწარით პრაქტიკული ფოტოგრაფიის ვორქშოპს და მიიღეთ რეალურ გარემოში პროფესიონალების მენტორობით მუშაობის გამოცდილება.

VR მოგზაურობა
11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

გაემგზავრეთ ვირტუალურ მოგზაურობაში ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში და მიიღეთ სრულად ინტერაქციული გამოცდილება.

VR მოგზაურობა
11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

ევროპის დღის სცენას სასკოლო ანსამბლები, გუნდები და ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეები დაიკავებენ.

თოჯინების თეატრი
11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

დაესწარით ბავშვებისთვის შექმნილ „თამაშობანას“ სახალისო და ინტერაქციულ სპექტაკლს „გაფუჭებული ტელეფონი“.

ცოდნის ბორბალი
11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

დაატრიალეთ ცოდნის ბორბალი, გაიგეთ მეტი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შესახებ ინტერაქციული თამაშის საშუალებით და მოიგეთ პრიზები.

Mechanical Rainbow
11 ივლისი – ჰილტონ ბათუმი

ევროპის დღე ნათია თოდუას და Mechanical Rainbow-ს დაუვიწყარი კონცერტით დასრულდება.
18:00 – 18:30 – ნათია თოდუა
19:00 – 20:30 – Mechanical Rainbow

ევროპის გუნდი

11 ივლისს, ჰილტონ ბათუმში ევროკავშირის წევრი ქვეყნები წარმოადგენენ იდეებს, გამოგონებებსა და ისტორიებს, რომლებმაც თანამედროვე სამყარო შეცვალა. თითოეული მონაწილე ქვეყანა სტუმრებს თავის უნიკალურ აღმოჩენებს გააცნობს, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება, აზროვნება და ურთიერთობები.