Skip to main content

ლაივ პოდკასტი “ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი”

ლაივ პოდკასტების სერია „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ ბათუმის ევროპის დღეზე გრძელდება. დისკუსიები შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, საერთო ღირებულებებს, ადამიანურ ისტორიებსა და განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბათუმს-  ქალაქს, რომელიც ისტორიულად კულტურების, ვაჭრობისა და იდეების შეხვედრის ადგილი იყო და დღესაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და ევროპასთან დაკავშირებულ სივრცედ რჩება. 14:00 – 16:00 საათამდე დაგეგმილი პროგრამა ოთხ განსხვავებულ სესიას გააერთიანებს.

იხილეთ პროგრამა: 👇

პოდკასტი / Podcast
14:00
პოდკასტის გახსნა და შესავალი

ღონისძიების მასპინძელი – სულხან სალაძე, მაპპა კარტოგრაფიკას დამფუძნებელი

14:05 – 14:35
ელჩების პანელი – „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“

პაველ ჰერჩინსკი- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, შემდეგ სტუმრებთან ერთად:
მელინე არაკელიანი – ნიდერლანდების ელჩი საქართველოში
ლაიფ შტროსნერი – გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში
მარია თეოდორუ – საბერძნეთის ელჩი საქართველოში  
პეტრა პონევაჩ-პანა  – უნგრეთის ელჩი საქართველოში

14:35 – 15:00
“ბათუმი: კავშირებიდან შესაძლებლობებამდე”

სულხან სალაძე –  მაპპა კარტოგრაფიკას დამფუძნებელი და თეიმურაზ ჯანჯალია – დიპლომატი

15:00 – 15:30
“მედეა: მითი, ძალაუფლება და იდენტობა “

გვანცა ასათიანი – გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი  და ია ბერსენაძე –  პიროვნული განვითარების ტრენერი

15:30 – 16:00
“ევროპა – კულტურა, შემოქმედება და თავისუფლება”

ზურა ბალანჩივაძე – ჟურნალისტი, ტურისტული გიდი, შოთა გუჯაბიძე – რეჟისორი, მკვლევარი  და ნათია თოდუა-  მომღერალი