fbpx
Skip to main content

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად

16/02/2023

თბილისში მდებარე „ახალი სკოლა“, ევროკავშირის და საერთაშორისო ბაკალავრიატის მხარდაჭერით, აცხადებს 2023/2024 სასწავლო წლის კონკურსს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომელთაც 16-17 წელი 2023 წლის 1 სექტემბრამდე შეუსრულდათ.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 20 მოსწავლე, რომლებსაც საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ევროპული სადიპლომო პროგრამის გასავლელად სრული სტიპენდია მიენიჭებათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 მარტი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სასკოლო პროგრამის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემაა.

სასტიპენდიო პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ 2-წლიანი სრული სტიპენდია ექვსივე ქვეყნის 145-მა მოსწავლემ მოიპოვა. 2022 წლისათვის ევროპული სკოლა საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით მოსწავლეთა სამმა ნაკადმა დაამთავრა — მთლიანობაში, 105-მა მოსწავლემ, რომელთა შორის 72 გოგო და 33 ბიჭია. სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა ისეთ მრავალფეროვან სფეროებში გააგრძელეს, როგორებიცაა ეკონომიკა, ბიოქიმიური ინჟინერია, ფიზიკა, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და კულტურა, მედია და კომუნიკაციები, საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა, მედიცინა, სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები და კომპიუტერული მეცნიერებები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ახალი შენობა თბილისის მახლობლად, ლისის ტბის მიმდებარედ ამჟამად შენდება. ის მოსწავლეებს კარს 2024 წლის სექტემბერში გაუღებს.

სკოლის და საკონკურსო შერჩევის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე. მასალა ხელმისაწვდომია ქართულინგლისურ და სომხურ ენებზე.