Skip to main content

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო საწარმოები ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს ითვისებენ

ოქტომბერი 09, 2026

2023 წლიდან ქართული მომსახურების სექტორის 60-მდე კომპანიამ ისარგებლა შესაძლებლობებით, რომლებსაც მათ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) და Visionest ინსტიტუტთან პარტნიორობით სთავაზობს.

ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს უნარების განვითარებაში, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში, ნოვატორობასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ საშუალებით. სავარაუდოდ, ინიციატივას კიდევ უფრო მეტი ბიზნესი შეუერთდება პროექტის დასრულებამდე, რაც 2027 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ექსპორტის ტრადიციული სექტორების, მაგალითად, სურსათის წარმოების გარდა, ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება სწრაფად მზარდ მომსახურების სექტორებზეც ვრცელდება, რომელთა შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), კონსალტინგი, არქიტექტურა, დიზაინი, მარკეტინგი, ინჟინერია და განათლება.

2026 წლის აპრილსა და სექტემბერში სასწავლო ვიზიტების რამდენiმე ციკლი ესტონეთსა და ფინეთში  მოეწყო.  ამ ვიზიტებმა ქართველ მეწარმეებს ევროპელ კოლეგებთან დაკავშირების, პოტენციური პარტნიორული ურთიერთობების გამოკვლევის და საკუთარი საექსპორტო შეთავაზებების დახვეწის საშუალება მისცა.

„ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ 280,000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გავუწიეთ დახმარება.  კარგი საპარტნიორო კავშირების პირობებში, სერვისების სექტორის კომპანიები ევროპული ბაზრების ათვისებას შეძლებენ, რაც საქართველოსა და ქართველ ხალხს გრძელვადიან სარგებელს მოუტანს“, –  განაცხადა ლუჩია დი ტროიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ. „ეს სწორედ ის წინსვლაა, რომელსაც ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს: ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, ევროკავშირში მიღებული სტანდარტების დაცვაში, ახალი ბაზრების ათვისებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“.

2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია შემდგომი სასწავლო ვიზიტები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი