2027 წელს „ევროპის ჯილდო ქალი ინოვატორებისათვის“, რომელსაც ერთობლივად გადასცემს ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (EIT) და ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC), მთელ ევროპაში რევოლუციური ინოვაციებისა და წარმატებული ბიზნესების უკან მდგომ ქალებს დააჯილდოებს.
ქალებს განაცხადების შეტანა ფიზიკური პირის სტატუსით შეუძლიათ. ამასთან, ისინი ოფიციალურად უნდა ცხოვრობდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. განმცხადებელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყანაში დაარსებული კომპანიის ან ორგანიზაციის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი უნდა იყოს.
2027 წელს ჯილდო შემდეგ სამ კატეგორიაში გაიცემა:
- ქალი ინოვატორები: დამფუძნებელი და თანადამფუძნებელი ქალებისათვის. ჯილდოების მოცულობა: €100 000, €70 000 და €50 000.
- აღმავალი ინოვატორები: 35 წლამდე პერსპექტიული ქალი ინოვატორებისათვის. ჯილდოების მოცულობა: €50 000, €30 000 და €20 000.
- EIT-ის ქალი ლიდერები: EIT თემის გამორჩეული წევრებისთვის, რომელთა ინოვაციები და ლიდერობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ჯილდოების მოცულობა: €50 000, €30 000 და €20 000.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 დეკემბერი.
დაჯილდოების ცერემონია 2027 წლის მეორე მეოთხედში გაიმართება.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი