fbpx
Skip to main content

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ვაქცინაციის კამპანია დაიწყო და უკვე 85 ადამიანი აცრა ქვემო ქართლის 5 სოფელში

19/11/2021

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ევროკავშირის მხარდაჭერით  აცრის კამპანია დაიწყო. ქვემო ქართლში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან დასახლებებში GRASS-ის მხარდაჭერით 18 ნოემბერს მობილურ ამცრელ პუნქტებ დაორგანიზდა, რომლის ფარგლებში 85 ადამიანი აიცრა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) COVID-19 ვაქცინაციისა და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ 10 ადგილობრივი ახალგაზრდა გადაამზადა. მოხალისე ახალგაზრდებმა 15, 16, 17 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შაუმიანი (ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება „გარადოკი“), ახყულა, ხიხანი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ამამლო და ბეზაქლო,  კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

კარდაკარის შემდგომ, 18 ნოემბერს GRASS-ის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზემოაღნიშნულ სოფლებში მოეწყო მობილური ამცრელი პუნქტები.

GRASS-ის პროექტების მენეჯერის, მარიამ წიწიკაშვილის განცხადებით, „GRASS კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის წახალისების პროცესში და 18 ნოემბერს, ჩვენი მოხალისეების აქტიურობით და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, ქვემო ქართლის 5 სოფელში 85 ადამიანი აიცრა. ეს შედეგი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ მეტი ვესაუბროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და დავეხმაროთ გააკეთონ არჩევანი სიცოცხლეზე და აიცრან.“

პროექტი „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დავით ნაროუშვილი, GRASS-ის პროექტების კოორდინატორი +995 599 554 363