Skip to main content

ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების შესახებ

ოქტომბერი 16, 2026

ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასთვის” ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) აცხადებენ მიღებას ორდღიან ტრენინგზე იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ.

ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 7-8 ნოემბერს. ორგანიზატორები სრულად უზრუნველყოფენ მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვას. ტრენინგი ჩატარდება თბილისს გარეთ. ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ.

ტრენინგის მიზანია, პრაქტიკოს იურისტთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) სამართალწარმოების მიმართულებით.

ტრენინგი მოიცავს თეორიულ კომპონენტს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ რელევანტური საქმეები და ერთმანეთს გაუზიარონ სამართალწარმოების გამოცდილება.

კონკურსი, პირველ რიგში, განკუთვნილია ეროვნულ დონეზე მოქმედი პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების მიმართულებით გაიძლიერონ მათი უნარები. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა). 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი