
შემოუერთდით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელს საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა აფართოებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელს საქართველოში, რომელიც უკვე ასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. გვსურს, მოვიწვიოთ კიდევ უფრო მეტი კურსდამთავრებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ამ მზარდ ჯგუფს შემოუერთდნენ.
თუ თქვენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო ან პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობდით, ამ ქსელში სიამოვნებით მიგიღებთ.
ევროკავშირის სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელი სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს და ქმნის სივრცეს პროფესიული გაცვლისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.ქსელის მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საფუძველში არსებული ადამიანური კავშირების განმტკიცებაა.
ქსელის ზრდასთან ერთად, ახალ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მის განვითარებაში. წევრებს შეუძლიათ ჩაერთონ ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივებში, მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო – საგანმანათლებლო ღონისძიებებში, დაუკავშირდნენ კოლეგებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ასევე, ქსელი თავის წევრებს პროფესიული ზრდის, ერთმანეთთან თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ არა მხოლოდ იდეების გაზიარება, არამედ მათი განხორციელებაც შეეძლებათ.
იმის დასადასტურებლად, შეესაბამებით თუ არა ქსელის წევრობის კრიტერიუმებს, ასევე მომავალი ღონისძიებების შესახებ განახლებებისა და მათში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და თქვენი პასუხის მიღების შემდეგ მალევე დაგიკავშირდებით.
ველით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელში თქვენს მიღებას: https://ec.europa.eu/eusurvey/runner/EU_Alumni_Network_Georgia_2026
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, შემდეგ მისამართზე დაგვიკავშირდეთ: DELEGATION-GEORGIA-EU-ALUMNI-NETWORK@eeas.europa.eu