“ევროპის გუნდი“ (TeamEurope) მიმართავს საქართველოს ევროპის დღესთან დაკავშირებით
ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გაერთიანდნენ, „ევროპის გუნდის“ (Team Europe) სახით, რათა დაეხმარონ საქართველოს, განსაკუთრებით Covid კრიზისის დროს.
დღეს ევროპის დღეა. ვიხსენებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც, 70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, დეკლარაცია წარმოადგინა. დეკლარაცია ევროპის კონტინენტზე ომის ლოგიკის დასრულებისა და მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. ეს ხედვა 70 წლის შემდეგ იქცა მშვიდობიან და წარმატებულ ევროკავშირად, რომელიც 27 სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს სიამაყით ვუზიარებთ ამ სოლიდარობის სულისკვეთებას ჩვენს ახლო პარტნიორს, საქართველოს, განსაკუთრებით დღევანდელი კრიზის დროს.
ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ჩვენ ვართ ,,ევროპის გუნდი” (Team Europe) საქართველოში და დღეს ევროპის დღეა!
ამ ვიდეოს მონაწილეები, მათი გამოჩენის თანმიმდევრობით:
არად ბენკო, ავსტრიის ელჩი
დესისლავა ივანოვა-კოზლევა. ბულგარეთის ელჩი
დიეგო კოლასი, საფრანგეთის ელჩი
ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი
კაი კაარელსონი, ესტონეთის ელჩი
ხორხე ლუსინი სერანო დე არო, ეპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
დიმიტრიოს კარაბალისი, საბერძნეთის ელჩი
პეტრ მიკისკა,ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი
ვიქტორია ჰორვატი, უნგრეთის ელჩი
ენრიკო ვალვო, იტალიის ელჩი
გიედრიუს პუოჯუნასი, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი
მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი
მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი
ანისოარა მარია მიჰაი, რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული
პაველ ვიზდალი, სლოვაკეთის ელჩი
ბერტ სხოფსი, ბელგიის სამეფოს ელჩი
არია მაკონენი, ფინეთის ელჩი
მაიკლ ფორბსი, ირლანდიის ელჩი
ფლორენს ენში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ელჩი
ტომაჟ მენცინი, სლოვენიის რესპუბლიკის ელჩი
კატარინა ბიორლინ ჰანსენი ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი
მარეკ შჩიგელი , საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი
მეტი ინფორმაცია „ევროპის გუნდის“ (TeamEurope) საქართველოს მიმართ მხარდაჭერის შესახებ იხილეთ აქ.