‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ხაზი გაუსვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესისათვის მომავალზე ორიენტირებულ სტრატეგიას წარმოადგენს. როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისაგან გამჭვირვალობას და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ნდობის მოპოვების საშუალებას. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ურთიერთობებს ევროპულ ბაზრებთან და დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, უკეთ ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობებით.“
ეკა ურუშაძემ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „პასუხისმგებელი ბიზნესის მნიშვნელობა ამ უჩვეულო და უპრეცენდენტო პერიოდში განსაკუთრებით დიდია. ამ რთულ რეალობაში ბიზნესის მხარდასაჭერად, 2020 წლის კონკურსი Meliora მივუძღვენით იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელეს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად.“
დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის გასამკლავებლად განხორციელებული პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:
თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია – BDO, პროექტი „ლავირება ახალ რეალობაში – BDO-ს ვირტუალური ოფისი“
- გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია – ემბისი, პროექტი „თანაშრომელთა მხარდაჭერა COVID პანდემიის პერიოდში“
მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია – ჯიპიაი ჰოლდინგი, პროექტი„სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ“
საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია – საქართველოს ბანკი, პროექტი „განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში“
- გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია – ფეა თრიიზ, პროექტი „საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში“
მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
- გამარჯვებული მსხვილი კომპანია – ტერაბანკი, პროექტი „ტერაბანკი ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად“
- გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია – Onesoft, პროექტი „Onesoft მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“
კონკურსის შესახებ
კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა. ამ სამი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 200-ზე მეტი განხორციელებული CSR პროექტით მიიღო. Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.meliora.ge
მხარდაჭერა
‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020’ ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით გაიმართა, როგორიც არის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; ავსტრიის საელჩო საქართველოში; უნგრეთის საელჩო საქართველოში; შვეიცარიის საელჩო საქართველოში; შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; იტალიის საელჩო საქართველოში; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; სენნ; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის სპონსორია კომპანია Moore ABC.
„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“: Meliora 2020 ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); გამოსცა სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე პირველად ჩაატარა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora”.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ
სალომე თოფურიძე, PR ექსპერტი, CSRDG
ტელ: (+995) 599 326 555
ელ. ფოსტა: salometopuridze@csrdg.ge
www.csrdg.ge