fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით  კახეთში  დასაქმების ფორუმი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით  კახეთში  დასაქმების ფორუმი გაიმართა / A Job Fair held in Kakheti with the support of the EU

21 ივნისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, კახეთში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების  ფორუმი გაიმართა.                                         

დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.  

ფორუმზე 35-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ წარადგენა 120–მდე ვაკანსია, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 300-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში და ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პოტენციურ დამსაქმებელს, გასაუბრებოდა სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოაჩინა საკუთარი უნარები  პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმზე წარადგინეს ბიზნეს კომპანიებისთვის განკუთვნილ საპროექტო განაცხადების კონკურსი – დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა საქართველოს 3 რეგიონში,  პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნესსუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დასაქმების ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი(CSRDG), კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი (KADC) პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სოფიო ფუტკარაძე; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი; საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
ტელ: 596 52 00 52; ელ.ფოსტა: prc@edec.ge

უნარებიდასაქმებისთვისახალიამბები