fbpx
Skip to main content

საქართველოს ზღვისპირა ქალაქი Startup World Cup-ის პირველ ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს

13/09/2022

საქართველოს ათი მოწინავე სტარტაპი Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსში ჩაერთო, რომელიც 10 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. საერთაშორის ჟიურიმ პირველობა და სილიკონის ველზე გლობალურ ნახევარფინალში გამგზავრების შესაძლებლობა კომპანია Theneo-ს მიანიჭა, რომელიც მაღალი ხარისხის, ინტერაქტიული API დოკუმენტაციის შექმნაზე მუშაობს. კონკურსის გამარჯვებული 100-ზე მეტი პოტენციური ინვესტორის წინაშე წარსდგება და მსოფლიოს სხვა სტარტაპებს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად შეეჯიბრება, რაც 1,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

Startup World Cup-ის ეროვნული კონკურსი, რომლის ორგანიზატორები Startup Connect და USMAC არიან, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოსა (GITA) და ბათუმის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. ადგილობრივი სტარტაპების კონკურსის მხარდამჭერია ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას ეფუძნება. დაჯილდოების ცერემონიის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები Chelti Vinery და MediaLab.  

ბათუმში გამართული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, M4EG-ის პროექტის რეგიონულმა მენეჯერმა თინა სტოუმმა, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა „ხიდი სილიკონის ველთან“ კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან 150-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. კონფერენციის მსვლელობაში, საერთაშორისო ექსპერტებმა სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპების, ვენჩურული კაპიტალის, ინოვაციების კომერციალიზაციისა და განვითარების ახალი ფინანსური შესაძლებლობების მხრივ დაგროვებული გამოცდილება გაუზიარეს.

„Startup World Cup მეწარმეობის ზეიმია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას ინოვაციურ და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში. ამ ღონისძიებამ საქართველოს საუკეთესო მეწარმეები და მათი შესაძლებლობები წარმოაჩინა. საქართველოს სილიკონის ველის წამყვანი კომპანიებიც ესტუმრნენ, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ინოვაციების გლობალურ ასპარეზზე. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამაყით უჭერს მხარს ამ ინიციატივას და კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს“. – მარკ მაკკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი

“სასიხარულოა, რომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის კონკურსი ბათუმში ტარდება. ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ბათუმი ამჟამად მუნიციპალური გარდაქმნის ინოვაციური პორტფელის განვითარებაზე მუშაობს, რაც სტარტაპების ეკოსისტემის შექმნას, ბათუმის ახალი ურბანული იდენტობის ჩამოყალიბებასა და მეწარმეობის კულტურის განვითარებას გულისხმობს.“ – ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

Startup World Cup-ის საქართველოს კონკურსის ჟიურის წევრებს შორის ისეთი ცნობილი ადამინები ა არიან, როგორიცაა Google-ის გერმანიის ოფისის სტარტაპებისა და ვენჩურული კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი ნინა ლევჩუკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის ინვესტიციის მიმართულების უფროსი სპეციალისტი ლევან შალამბერიძე.

კონკურსის მსოფლიო ფინალი 2022 წლის 30 სექტემბერს ლოს ანჟელესში (აშშ) გაიმართება, სადაც მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 70-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო სტარტაპები იბრძოლებენ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu 
  • მარიამ ლაცაბიძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, +995 571 474074, mariam_latsabidze@dai.com
  • სალომე არშბა, GITA, +995 599 712131 sarshba@gita.gov.ge
  • თათული ოქრიაშვილი, Startup Connect, +995 555 399788, tatuli.okriashvili@gvantsak