
კვლევითი კონკურსი საქართველოში თემაზე „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი განათლება — ადგილობრივი და საერთაშორისო გამოწვევები“
საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაცხადა აკადემიური ნაშრომების კონკურსი საქართველოში თემაზე „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი განათლება — ადგილობრივი და საერთაშორისო გამოწვევები“. კონკურსი გამოცხადდა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასთვის“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურის სტუდენტებსა და სამაგისტრო ხარისხის მფლობელებს; დოქტორანტებსა (PhD) და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე ეკვივალენტური აკადემიური კვალიფიკაციის მქონე პირებს.
ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ ნებისმიერი აკადემიური სფეროს, მათ შორის სამართალის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის, სოციალურ მეცნიერებათა; განათლების კვლევების, ფილოსოფიის, ეთიკის და სხვა სფეროების წარმოამადგენლებს.
რეგისტრაციისა და რეფერატის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 3 ივნისი. აკადემიური ნაშრომი წარდგენილი უნდა იყოს 2026 წლის 25 აგვისტომდე.
„ადამიანის უფლებები ყველასთვის“ არის ევროკავშირის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
2016 წელს დაწყებული პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ძირითადი გამოწვევების მოგვარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის მესამე ფაზა (2024 წლის ნოემბერი – 2028 წლის მარტი), და ინიციატივა კიდევ უფრო უწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვას ცხოვრების ყველა სფეროში, წარსული მიღწევებისა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე.
გაიგეთ მეტი