fbpx
Skip to main content

COBERM-ის შემდგომი განვითარება: ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის – პროექტის იდეების კონკურსი

02/09/2023

“COBERM-ის შემდგომი განვითარება: ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის” (FLIP) აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების და/ან სათემო ორგანიზაციებისათვის.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ადგილობრივ სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება; ინკლუზიური პროცესების ხელშეწყობა ახალგაზრდების, ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად დიალოგისა და ნდობის აღდგენის ინიციატივებში; და კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა. 

ვისთვისაა განკუთვნილი საგრანტო კონკურსი

კონკურსი ცხადდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფონდებისა და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე ახალბედა და ნაკლებად გამოცდილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სათავეში ჩაუდგნენ ადგილობრივ დონეზე მიმდინარე მშვიდობის მშენებლობის პროცესებს. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე აქვთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პრიორიტეტული თემები

კონკურისის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საპროექტო იდეებს, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობაზე ორიენტირებულ მდგრად თანამშრომლობას, დადებით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების აღქმებზე და ამით ხელს უწყობს ნდობის და პოზიტიური მშვიდობის დამყარებას. FLIP მხარს დაუჭერს ნდობის აღდგენის ინიციატივებს კონფლიქტებით გაყოფილ თემებს შორის, ასევე კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში. იგი ასევე ხელს შეუწყობს იდეების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია კონფლიქტისა და/ან კრიზისის თავიდან აცილებისკენ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ UNDP-ის შესყიდვების ვებგვერდზე