fbpx

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სატვირთო მანქანის მძღოლების, აგრარული ბაზრის მოვაჭრეებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისათვის COVID-19-ის შესახებ ტრენინგებს ატარებს

12/01/2021

ევროკავშირი თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები მაღალი რისკის მქონე რამოდენიმე ჯგუფისთვის. მათ შორის:

  • უსაფრთხოების ზომების შესახებ 8 ტრენინგი ჩაუტარდა 88 სატვირთო მანქანის მძღოლის ფოთში
  • 3 ტრენინგი ჩაუტარდა ხობის აგრარული ბაზრის 30 მოვაჭრეს, სადაც მონაწილეებს პირადი დაცვის საშუალებებიც გადაეცა.

დამატებითი ინფორმაცია COVID პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ იხილეთ აქ

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,