fbpx
Skip to main content

ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება: თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამართული რეგიონული კონფერენცია  ხელს უწყობს დიალოგს გათბობისა და ენერგოეფექტურობის მდგრადი მიდგომების შესახებ

16/04/2024

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი  ენერგეტიკული სექტორის ექსპერტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან  იწვევენ ორდღიან კონფერენციაზე მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. ღონისძიება ტარდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზიციის ხელშეწყობის”  ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში.

აღნიშნული კონფერენცია ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და დიალოგს მდგრადი გათბობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს პოლიტიკის შემუშავებას, თანამედროვე მიდგომებს, განახლებადი ენერგიების ინტეგრირებას და კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპელი ექსპერტებისგან მიიღონ ინფორმაცია გათბობის მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით არსებული სტრატეგიებისა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ინიციატივების შესახებ.

“გათბობისა და გაგრილების სექტორის დეკარბონიზაციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ენერგეტიკისა და კლიმატის მიზნების მიღწევის პროცესში. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკის, მიდგომისა და სისტემების არსებობისა, გათბობისა და გაგრილების სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა, განახლებადი ენერგიების ათვისება და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება საერთო ინტერესის საგანია, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს” განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

“დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევის გადასაჭრელად ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოები მაქსიმალურად ცდილობენ მომხმარებლების ისეთი უფლებებით აღჭურვას, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში. სუფთა ენერგიაზე გადასვლა მიზნად ისახავს არამარტო გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, არამედ ენერგეტიკული ბაზრების ტრანფორმაციის დაჩქარებას. შესაბამისად, პროექტი EU4ENERGY წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგანაც ის მიზნად ისახავს ამ ქვეყნების დახმარებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.“ ამბობს მარა ბერზინა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს გენერალური მდივანი.

ექსპერტთა და სესიების მრავალფეროვანი შემადგენლობით, კონფერენციაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია, ენერგოეფექტურობის ღონისძიებები, სუფთა ენერგიების ხელშეწყობა ენერგეტიკული გაერთიანებების მეშვეობით და ევროპის ქვეყნების მაგალითები მდგრად გათბობასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია  გათბობისა და ენერგოეფექტურობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ. პროგრამა ხაზს უსვამს ევროკავშირს, განმახორციელებელ ქვეყნებსა და ბენეფიციარ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეფორმების განხორციელებისა და მოქალაქეებისათვის კონკრეტული სასარგებლო ზომების მიღების პროცესში.


კონფერენციის დეტალური პროგრამისთვის გთხოვთ მიმართეთ:

მედიასთან საკონტაქტო პირებს:

 ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
 ალბა გლასი ეროზა ველაჯული პუჩიქეთევან ბერიკაშვილი
ტელ:+32 471 29 79 13+43 (0)1 535 2222-215+33 6 87 10 00 96 +995 5 32 16 216   e
e-mail:alba.glass@ceer.euereza.vela@energy-community.orgJulie.puech@iea.orgk.berikashvili@entc.ge
ვებგვერდი:ceer.euhttps://www.energy-community.org/www.iea.orgwww.entc.ge
Twitter:twitter.com/CEERenergytwitter.com/ener_communitytwitter.com/iea 
LinkedIn:linkedin.com/company/council-of-european-energy-regulatorshttps://www.linkedin.com/company/energy-communitylinkedin.com/company/international-energy-agencyLinkedin.com/entc
Facebook:facebook.com/CEERenergyhttps://www.facebook.com/Ener.Communityfacebook.com/internationalenergyagency/Facebook.com/entc