ENPARD Grants გრანტები
ENPARD Grants გრანტები
ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“ ეფუძნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წინამორბედ გამოცდილებას, როგორიცაა „FAO“-ს მიერ განხორციელებული პროექტები „ENPARD“-ის პირველი სამი ფაზის ფარგლებში.
ინიციატივის მეოთხე ეტაპი ორიენტირებულია პირველადი მწარმოებლებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების („FBO“) დახმარებაზე, რათა მათ თავიანთი უნარები, აღჭურვილობა და შენობა/ობიექტები იყოს შესაბამისობაში სანიტარიის და ფიტოსანიტარიის („SPS“)/სურსათის უვნებლობის ახალ რეგულაციებთან.
„FAO“, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ENPARD IV“ პროგრამის ფარგლებში, დანერგავს მხარდაჭერის პაკეტებს, რომელთა მიზანია ფერმერებს და სურსათის ბიზნესოპერატორებს მიაწოდოს ტექნიკური ცოდნა სურსათის უვნებლობის შესახებ, ისევე როგორც სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული აღჭურვილობა/მოწყობილობები, თანადაფინანსების გრანტების სქემის მეშვეობით.
მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტი იქნება შემუშავებული, თითოეულ პაკეტს ექნება თავისი უნიკალური მიზნები და განაცხადის წარდგენის განსხვავებული წესები. მხარდაჭერის ყველა პაკეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ შესაბამის სექციებში. განაცხადების მიიღება მოხდება შეზღუდული დროის განმავლობაში. განაცხადის შემოტანის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვიის ეწვიეთ FAO-ს ფეისბუქ გვერდს.
გთხოვთ, თანადაფინანსების გრანტების პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია იხილოთ შემდეგ ბმულზე: გრანტების შესახებ სახლმღვანელო.
„FAO“ მიზანია უზრუნველყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე მიდგომა გრანტების მართვის პროცესის მიმართ, რომელიც ორგანიზაციის ეთიკურ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იქნება. „FAO“-მ დანერგა „საჩივრების განხილვის მექანიზმი“ („GRM“), რათა „FAO“-ს პროგრამების ბენეფიციარები უზრუნველყოს გამჭვირვალე, ეფექტიანი და დროული მექანიზმით, რომლის დანიშნულებაა უკუკავშირის მიწოდება და მოსაზრებების გამოხატვა. „GRM“-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: „GRM“ სახელმღვანელო.
ქვემოთ წარმოდგენილია მხარდაჭერის პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია: