fbpx
Skip to main content

პარტნიორული ურთიერთობების დამყარება Erasmus+ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ხელშესაწყობად

28/03/2024

ევროკავშირის პროექტი – „კვლევა ერაზმუს+ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესაფასებლად და შესაბამისი შესაძლებლობების გასავითარებლად“ – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ერაზმუს+ ეროვნულ ოფისთან თანამშრომლობით, გეპატიჟებათ ერთდღიან სემინარზე საქართველოს ახალგაზრდობის და სპორტის სექტორის ჩართულობიის გაძლიერებაზე ერაზმუს+ პროგრამაში.

სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული მხარეები საჯარო და კერძო სექტორებიდან იმისათვის, რომ გამოიკვლიონ ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობები:

• Erasmus+ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის გასაუმჯობესებლად

• საქართველოში Erasmus+ პროგრამის ხელშესაწყობად  

• შესაბამის დარგების სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის სტრატეგიის შესამუშავებლად  

ვორკშოპის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდობის და სპორტის სექტორების ძირითადი აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობა ერაზმუს+ პროგრამაში:

• ახალგაზრდობისა და სპორტის სექტორებში მომუშავე საჯარო და კერძო ორგანიზაციები ერაზმუს+ პროგრამის დიდი გამოცდილებით

• საჯარო ინსტიტუციები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდობისა და სპორტის სექტორებში

• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთა ფოკუსს წარმოადგენენ ახალგაზრდობის და სპორტის საკითხები საქართველოში

•ახალგაზრდობისა და სპორტის სექტორებში მოქმედი ქსელები, ქოლგა ორგანიზაციები და ალიანსები

სემინარებზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

**Erasmus+: შესავალი

– მთავარი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ

– ინფორმაცია Erasmus+ პროგრამაში საქართველოს წარსული და მიმდინარე ჩართულობის შესახებ სექტორების მიხედვით (ზრდასრულთა განათლება, პროფესიული განათლება, სასკოლო განათლება, ახალგაზრდობა და სპორტი)

** Erasmus+: დარგობრივი დაფინანსების შესაძლებლობები და დამხმარე სტრუქტურები

– ინფორმაცია საქართველოს დაინტერესებული მხარეებისათვის ხელმისაწვდომი დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ სექტორების მიხედვით

– ინფორმაცია არსებული დამხმარე სტრუქტურების, განსაკუთრებით Erasmus+-ის ეროვნული ოფისებისა (NEO) და მათი მუშაობის შესახებ

** საქართველოში Erasmus+ პროგრამის ხელშეწყობა და  მოქმედებების დაგეგმვა

– საქართველოში Erasmus+ პროგრამის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის საშუალებებისა და ფორმატის შესწავლა

თუ გსურთ ამ შესაძლებლობაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი 2024 წლის 03 აპრილამდე. შერჩევის შედეგებს 2024 წლის 04 აპრილს  შეგატყობინებთ.

Შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელფოსტის მისამართზე: erasmus.feas@gmail.com