fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს

2019 წელს, ევროკავშრის მხარდაჭერით 36,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა, რის შედეგადაც 31,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 414 მილიონზე მეტი ევრო დამატებითი შემოსავლის გენერირება მოხდა. გაიგეთ მეტი ჩვენი ისტორიებიდან თუ როგორ მუშაობს EU4Business და როგორ ეხმარება პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებს ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში.

 

გაიგეთ მეტი

მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია. ისინი ბიზნესის 95%-ს და დასაქმების 60%-ზე მეტს ქმნიან და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნიათ. პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ჩვენს მიერ მობილიზებული 1.5 მილიარდი ლარის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.

2019 წელს, EU4Businessის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სულ 47 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 328 მილიონ ევროზე მეტია, საიდანაც 75.89 მილიონი ევრო უკვე გაცემულია. ეს მხარდაჭერა ხორციელდება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით. ევროკავშირისა და პარტნიორების მიერ ინვესტირებული თანხებით ქვეყანაში დამატებითი სესხებისა და ფინანსური დახმარების მობილიზება გახდა შესაძლებელი. ევროკავშრის მხარდაჭერით 36,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა, რის შედეგადაც 31,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 414 მილიონზე მეტი ევრო დამატებითი შემოსავლის გენერირება მოხდა. ევროკავშირის ამ პროექტების რაოდენობა მზარდია, რადგან EU4Business კვლავ აგრძელებს მუშაობას საქართველოში. 

გლობალური პანდემიის ფონზე, მცირე და საშუალო საწარმოები, საქართველოშიც ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ამ კრიზისულ პერიოდში, EU4Business-ის პროგრამა მცირე ბიზნესს გვერდში დაუდგა, მათ შორის გამკაცრებულ რეგულაციებთან და ბაზრის ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციაში, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და შეზღუდული რესურსებით ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების პროცესში. საქართველოში Covid-19-თან დაკავშირებული ბიზნესის მხარდაჭერი პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სპეციალურ საინფორმაციო პლატფორმას EU4Business_Covid-19. 

თუ როგორ მუშაობს EU4Business საქართველოში და როგორ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს კორონავირუსის შედეგად შექმნილი ეკონომიკურ გამოწვევების დაძლევაში გაიგეთ ჩვენი გმირების ისტორიებიდან.

#Stronger Together #EU4Georgia #EU4Business

ევროკავშირის და UNDP-ის მხარდაჭერით ქართული კომპანია პანდემიის გამოწვევის პასუხად ახალ წარმოებას იწყებს

CaucasPack-ი ერთ-ერთია იმ ქართულ კომპანიებს შორის, რომლებმაც Covid-19-ით გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში კომპანიაში დასაქმებულები სრულად შეინარჩუნეს და წარმოება პანდემიის საჭიროებებს მოარგეს. კომპანიამ შეძლო მოეძებნა გზა ბიზნესის ფუნქციონირების გასაგრძელებლად და ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის სახის დამცავი ფარების დამზადება დაიწყო. ევროკავშირისა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით CaucasPack-მა საქართველოს მასშტაბით უკვე 40,900 დამცავი ფარი დაარიგა. გაიგეთ მეტი

ევროკავშირის და GIZ-ის მხარდაჭერით „კომბინიზონამ“ COVID-19-ის პირობებში წარმოება გაზარდა

სოციალური საწარმოს „კომბინიზონა“ ისტორია, რომელიც თერაპიულ დიზაინერულ სამოსს აწარმოებს,  ერთი ნასესხები საკერავი მანქანითა და უამრავი სამომავლო გეგმით დაიწყო. დღეს, Covid-19-ის კრიზისის მიუხედავად, საწარმომ არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეძლო ევროკავშირისა და GIZ-ის მხარდაჭერით, არამედ უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც დაასაქმა და აგრძელებს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაფერადებას სიახლეებითა და ფერადი თერაპიული დატვირთვის მქონე სამოსით. გაიგეთ მეტი

ისტორიები


Top up