შესაძლებლობები და უნარები: EU4Youth პროგრამის ხუთწლიანმა საქმიანობამ საქართველოში ათასობით ახალგაზრდას მოუტანა სარგებელი
ახალგაზრდები მთელ საქართველოში თანდათან სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებენ საკუთარ საზოგადოებებში და ითვისებენ ახალ უნარებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი EU4Youth პროგრამის ხუთწლიანი ციკლის დასრულებისა და მისი შედეგების ზეგავლენის შეფასების საფუძველზე.
როგორც ეს პროგრამის ყოველწლიურ ანგარიშებშია აღნიშნული, EU4Youth-ის საქმიანობა საქართველოში მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: ტრენინგები და მენტორობა, სამუშაოს მაძიებელთა დაკავშირება შესაბამის დამსაქმებლებთან, გრანტები ახალი ბიზნესებისთვის, პოლიტიკის შემუშავება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და კვალიფიკაციის გაუმჯობესებისთვის, განათლების მორგება ბაზრის მოთხოვნებზე და ადგილობრივი ინიციატივები ყველაზე დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საქართველოსა და მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მისგან გამოწვეული პოლიტიკური არასტაბილურობის, ასევე COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, ფაქტები მიუთითებს, რომ პროგრამამ EU4Youth შეძლო დადებითი გავლენა მოეხდინა საქართველოს ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების პოტენციალზე, მეწარმეობასა და დასაქმებაზე, მათ ჩართულობასა და გაძლიერებაზე.
განათლება და დასაქმების პოტენციალი
პროგრამის EU4Youth მხარდაჭერით საქართველოში მცხოვრებმა 10,500-მდე ახალგაზრდამ აითვისა ახალი უნარები, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. გარდა ამისა, 850-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა, რომელთაგან დაახლოებით სამი მეოთხედი იყო ქალი, ხოლო დაახლოებით 40% – დაუცველი ახალგაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად უნარების სერტიფიცირების ან ვალიდაციის პროცესი გაიარა.
პროგრამის EU4Youth მიერ საქართველოს სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გორის, ნინოწმინდის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გახსნილმა ინოვაციური ცოდნის ჰაბებმა უზრუნველყო მრავალი საგანმანათლებლო შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალგაზრდების განვითარებაში.
გიორგი ხოხობაშვილი აქტიურად მონაწილეობს ახმეტის ადგილობრივი ჰაბის საქმიანობაში. ის გეგმავს გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიღებული აქვს EU4Youth პროგრამის ფარგლებში, სხვა ახალგაზრდების დასახმარებლად, რათა მათაც შეძლონ მსგავს პროგრამებში მონაწილეობა. „ამგვარი ჰაბების არსებობა და მათ მიერ გაწეული მხარდაჭერა მოტივაციის წყაროა ჩვენთვის, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის განვითარებაში და მაქსიმუმი გავაკეთოთო ახალგაზრდებისთვის გარემოს გასაუმჯობესებლად“, ამბობს გიორგი.
საქართველოში 550-მდე ახალგაზრდას ჩაუტარდა მენტორობა კარიერული ორიენტაციის ან ბიზნესის განვითარების საკითხებში. აღნიშნული სახის თანამშრომლობაში მონაწილეობის მისაღებად პროგრამამ EU4Youth სხვადასხვა სფეროს 165 მენტორი მიიწვია. ციცი შენგელია ახალგაზრდა მეწარმეა ზუგდიდიდან, რომელმაც სადურგლო ბიზნესი ჩამოაყალიბა; ციცი ახალგაზრდებისთვის ამგვარი შესაძლებლობების მნიშვნელობაზე მიუთითებს: „როდესაც დაფინანსება მივიღე, მქონდა იდეა და პროექტი, მაგრამ სამეწარმეო გამოცდილება და უნარები არ მქონდა. დღეს მაქვს კონკრეტული მიმართულება, მიზანი და გარემო ჩემი ბიზნესის უფრო მეტად განვითარებისთვის“.
მეწარმეობა და დასაქმება
საქართველოში მეწარმეობის სწრაფი განვითარების მიზნით პროგრამამ EU4Youth
30 ახალგაზრდას გაუწია ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესის დასაწყებად. ამ მეწარმეების ორ მესამედზე მეტი ქალია.
მათ შორის იყო ნანა ბაგალიშვილი, რომელმაც ქალაქ წნორში ცოდნის კაფე გახსნა. წნორში არ არსებობდა არავითარი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებოდათ. ამიტომ ნანა და მისი 25 მეგობარი ქუჩის ღონისძიებების მოსაწყობად შეიკრიბნენ. პროექტის EU4Youth სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG) დახმარებით ნანამ საკუთარი პროექტის გასაფართოებლად ფინანსური გრანტი მიიღო და პრაქტიკული ცოდნა და უნარები აითვისა. ნანა ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს სურთ მუდმივად „გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, გავაგრძელოთ შესაძლებლობების უზრუნველყოფა ადამიანებისთვის მათივე რეგიონებში და შევუქმნათ მათ თვითრეალიზაციის შესაძლებლობები“. პროგრამის EU4Youth ფარგლებში მიღებული დაფინანსების საშუალებით „ცოდნის კაფეს“ ახლა შეუძლია 60-ზე მეტ ადამიანს მოემსახუროს და ის მალე გახდება ფინანსურად მდგრადი ბიზნესი, რომელიც გეგმავს გაფართოებას კახეთის მთელ რეგიონში.
ჩართულობა და გაძლიერება
პროგრამის EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი სპეციალურად შეიქმნა უკვე აქტიური ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეების ადგილობრივ აქტივისტებად ჩამოყალიბების მიზნით, ყველაზე მეტად დაუცველი ახალგაზრდების მხარდასაჭერად მათსავე თემში.
2020-2022 წლების ციკლების განმავლობაში 24-მა კურსდამთავრებულმა აამოქმედა საკუთარი ადგილობრივი ინიციატივა, რამაც მთლიანობაში 310-ზე მეტი ბენეფიციარი მოიცვა. ერთ-ერთი ამგვარი ინიციატივა „გოგონების ძალა“ ნიცა ციცაგმა და ნიკა ქვრივიშვილმა წამოიწყეს იმ მიზნით, რომ საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის
18 – 29 წლის ახალგაზრდა ქალებისთვის შეეთავაზებინათ ისეთი უაღრესად საჭირო უნარები, როგორიცაა პროექტების მენეჯმენტი, ლიდერობა, პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება. ამ უნარების ათვისებამ საშუალება მისცა ბენეფიციარებს უფრო აქტიურად გაეგრძელებინათ საქმიანობა საკუთარ თემში. „გავაცნობიერე, რომ თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვაკეთებთ, ამად ღირს“, ამბობს ნიცა. „ჩემი ჯგუფის მიერ მიღწეული პროგრესი ღირდა ამისათვის გაწეულ მთელ სამუშაოდ და ძალისხმევად. გაჩერებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ერთობლივი შრომით შევძლებთ ახალგაზრდობის ჩართვას თემში და ჩვენი საზოგადოების გაუმჯობესებას“.
ახალგაზრდული პოლიტიკის ლანდშაფტი
2023-2026 წლების ახალგაზრდობის სახელმწიფო სტრატეგია და მოქმედების გეგმა 2023 წლისთვის საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ექვსი სტრატეგიული მიზნის საშუალებით ეს დოკუმენტი ორიენტირებულია შემდეგ საკითხებზე: ახალგაზრდობის განვითარება, ახალგაზრდების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური გაძლიერება, ახალგაზრდების მონაწილეობა საჯარო და დემოკრატიულ პროცესებში, და ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება.
გასული ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა პროგრამის EU4Youth სხვადასხვა პროექტები, რომელთა საშუალებით ახალგაზრდობა პოლიტიკურ დისკუსიას დაუახლოვდება. პროექტების ძირითადი თემატიკა იყო რბილი უნარების ათვისება ახალგაზრდების მიერ, რათა მათ შეემატოთ საკუთარი თავის რწმენა და გახდნენ კრიტიკულები; გარდა ამისა, პროექტები ორიენტირებული იყო მხარდამჭერ სტრუქტურებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებზე სახელმწიფოს დონეზე. არსებობს წარმატების ისტორიის მაგალითები, მაგრამ ამასთანავე საქართველოში აუცილებელია ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდული ინტერვენციების შემდგომი განვითარება, ფოკუსირებით შემდეგ საკითხებზე:
- ინიციატივების წინ წაწევა ახალგაზრდობის მიზანმიმართული ჩართვისთვის პოლიტიკის ფორმირებაში;
- ინვესტირება მდგრად და სპეციალურად გამოყოფილ უსაფრთხო სივრცეებში, რომლებიც მისცემს ახალგაზრდებს ინფორმაციაზე და სერვისებზე წვდომის, ასევე აქტიურად ჩართვის და მონაწილეობის საშუალებას;
- პროფესიონალური ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდებისთვის, რაც მათ დაეხმარება რეგიონში არსებული არასტაბილურობით და დაუცველობით გამოწვეულ სტრესის დაძლევაში, და იმავდროულად გააუმჯობესებს მათ მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უნარს და გამძლეობას.
ყოველწლიური მონაცემები და რეკომენდაციები
2022 წლის ანგარიშით მიღწევების შესახებ პროგრამა EU4Youth ამთავრებს მონიტორინგის და შეფასების ხუთწლიან ციკლს და იმავდროულად სთავაზობს ოთხ კომპლექსურ ანგარიშს დირექტიული ორგანოებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და განათლების სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ ახალგაზრდობის გაძლიერების ინიციატივებს და პოლიტიკურ ღონისძიებებს საქართველოში. ეს ანგარიშები იძლევა დღემდე განხორციელებული ინტერვენციების ყოვლისმომცველ სურათს პროგრამების და მათი ზეგავლენის საშუალებით. თითოეული ანგარიში მთავრდება ეფექტიანობაზე დაკვირვების დასკვნით და ახალგაზრდობის პოლიტიკის რეკომენდაციებით, რომლებიც შემუშავებულია ამა თუ იმ წლის კონკრეტული დასკვნების საფუძველზე.